ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოლცი კოსოვოსა და სერბეთს ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდებს


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მიროსლავ ლაიჩაკი, შოლცის მიწვევით ბერლინში კურტისთან და ვუჩიჩთან "არაფორმალურ ვახშამზე".
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მიროსლავ ლაიჩაკი, შოლცის მიწვევით ბერლინში კურტისთან და ვუჩიჩთან "არაფორმალურ ვახშამზე".

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კოსოვოს და სერბეთს მოუწოდებს, იყვნენ კონსტრუქციულები ნორმალიზაციის მოლაპარაკებების განახლების პროცესში და გაიმეორა მისი სურვილი, რომ დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

შოლცს ცალცე ჰქონდა საუბარი კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტისთან და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან. გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ჩიხიდან გამოსვლა უნდა დაიწყოს.

„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროპას ეკუთვნიან,“- თქვა შოლცმა კურტისთან შეხვედრის შემდეგ.

2011 წლის შემდეგ, კოსოვო და სერბეთი ევროკავშირთან მართავენ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანია ყოვლისმომცველი და იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების მიღწევა და ურთიერთობების ნორმალიზება.

შოლცთან შეხვედრის შემდეგ ვუჩიჩმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს კომპრომისის მისაღწევად. გერმანიის კანცლერი მოუწოდებს სერბეთს გაატაროს რეფორმები კანონის უზენაესობის, პრესის თავისუფლებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. შოლცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კოსოვოს აღიარება, რაც გერმანიამ დიდი ხნის წინ გააკეთა, შეთანხმების ნაწილი იქნება“.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, მაგრამ ბელგრადი არ ცნობს მას დამოუკიდებლად და აქვს პრეტენზია ამ ტერიტორიაზე, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა კი კოსოვოს ცალკე სახელმწიფოდ აღიარებს.

შოლცთან შეხვედრის შემდეგ, კურტიმ ხაზი გაუსვა კოსოვოში კანონის უზენაესობის პროგრესს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

უკრაინის ომის ფონზე, კურტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისთვის ევროკავშირისა და ნატოს ალტერნატივა არ არსებობს.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მიროსლავ ლაიჩაკი, შოლცის მიწვევით ბერლინში კურტისთან და ვუჩიჩთან "არაფორმალურ ვახშამზე" იმყოფებოდა. მან კანცლერ შოლცს მადლობა გადაუხადა და ინფორმაცია ტვიტერზე გაავრცელა

„მადლობა გერმანიის მთავრობას მასპინძლობისთვის“, - დაწერა ლაიჩაკმა Twitter-ზე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG