ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთიდან საქართველოში, ომის შემდეგ, $2 მილიარდზე მეტი გადაირიცხა


გასული წლის დეკემბერში, საქართველომ ფულადი გზავნილების სისტემებით 535,3 მლნ აშშ დოლარი (1438,5 მლნ ლარი) მიიღო. 2021 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, ეს 133,2%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დიდი ნაწილი, 317,31 მილიონი დოლარი, 2022 წლის დეკემბერში, საქართველოში რუსეთიდან გადაირიცხა. შედარებისთვის, 2021 წლის დროის იმავე მონაკვეთში, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, 39,70 მილიონი დოლარი გადაირიცხა.

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები, საგრძნობლად გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების და რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩასვლის შემდეგ. მარტამდე, რუსეთიდან საქართველოში 30 მილიონ დოლარამდე იყო გადარიცხული, მაგრამ უკვე მაისში ეს მაჩვენებელი ათჯერ გაიზარდა და თითქმის 314 მილიონი შეადგინა.

მომდევნო პერიოდში, გადარიცხვების რაოდენობა შემცირდა. მაგრამ, სექტემბრიდან, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების და საქართველოში რუსების მეორე ტალღის შემდეგ, ტრანსფერების მოცულობა კვლავ გაიზარდა.

ჯამში, 2022 წლის განმავლობაში, საქართველოში 4,37 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, საიდანაც თითქმის ნახევარი, 2,067 მილიარდი დოლარი, რუსეთზე მოდის.

2022 წლის განმავლობაში გადარიცხვების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე იტალიაა - 43,2 მილიონი დოლარით. მესამე ადგილს, აშშ, 34,30 მილიონი დოლარის გზავნილით იკავებს.

XS
SM
MD
LG