ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციხანუსკაიას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება


დევნილობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერის, სვიატლანა ციხანუსკაიას სასამართლოს პროცესი, მის გარეშე, ხვალ გაიმართება. მას დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი ღალატის მუხლით. ციხანუსკაია ამბობს, რომ ხვალ დაგეგმილი პროცესი, „ფარსი და სანახაობა“ იქნება. ციხანუსკაიას, ბელარუსში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ბელარუსში სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს. ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ, აბსოლუტურ უკანონობაში ვცხოვრობთ, ასე რომ, ხვალინდელი პროცესი, არა რეალური სამართალი, არამედ ფარსი და სანახაობა იქნება“ - განაცხადა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ციხანუსკაიამ, სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას.

ის ამბობს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატისგან, საქმის მასალები მოითხოვა, თუმცა არაფერი მიუღია.

ამ ფონზე, მინსკმა ახალი ბრალდებები წაუყენა პატიმრობაში მყოფ ციხანუსკაიას ქმარს, რომელიც 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე დააკავეს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, სწორედ ის გეგმავდა, თუმცა მისი დაკავების შემდეგ პრეზიდენტობისთვის ციხანუსკაიამ იბრძოლა.

ციხანუსკაიამ ქვეყანა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში არჩევნების შესაძლო გაყალბებას, მასობრივი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, ხელისუფლებამ კი დემონასტრაციები ძალისმიერი მეთოდებით დაშალა. ციხანუსკაია თავს ლიეტვუას აფარებს.

XS
SM
MD
LG