ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკონტროლო ბირთვული მასალები საქართველოში


„ვაშინგტონ პოსტმა“ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ბირთვული მასალების თაობაზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

„ვაშინგტონ პოსტმა“ რამდენიმე დღის წინ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ბირთვული მასალების თაობაზე საქართველოში. სტატიაში ნათქვამია, რომ „საქართველო, ახლოს აღმოჩნდა ცივი ომის შემდეგ დარჩენილ ბირთვული ნივთიერებების მარაგებთან. იგი აზიისა და ევროპის სავაჭრო გზებთან დაახლოებით, 300 კილომეტრითაა დაშორებული. გაუკონტოლირებელი საზღვრები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და სიღარიბე ქვეყანაში, გარკვეულწილად, ხსნის, თუ რატომ იქცა 4,5 მილიონი ადამიანით დასახლებული ქვეყანა ბირთვული ნივთიერებების სატრანზიტო პუნქტად, არეალად. ქართველი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მიმდინარე წლის მანძილზე დაფიქსირებული ხუთივე შემთხვევის დროს ბირთვული ტვირთის გადატანა ხდებოდა აფხაზეთიდან, რომელსაც საზღვარი აქვს რუსეთთან და სადაც რუსული ჯარია დისლოცირებული.“
ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო–ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აფხაზეთში. გასული საუკუნის 90–იან წლებში მართლაც ინახებოდა რადიოაქტიური ნივთიერთებები.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

„რაც შეეხება აფხაზეთს, მეც მომიწია 1993 წელს მონახულება რადიაცული მასალების შესანახი ადგილისა სოხუმში. იქ იყო ცნობილი საბჭოთა ინსტიტუტი, სადაც ინახებოდა ბირთვული ენერგეტიკული წყაროები, რომელიც მზადდებოდა სპეციალურად დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებისთვის. იმ საბჭოთა სადაზვერვო თანამგზავრებისთვის, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში უშვებდნენ დედამიწის ორბიტაზე. იმ პერიოდში საქართველომ დაკარგა დე–ფაქტო კონტოლი აფხაზეთზე, რა ბედი ეწია ამ ნივთიერთებებს, უცნობია.
ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ საქართველოს საჯარისო შენარეთები სოხუმს როდესაც ტოვებდნენ, რაც შესაძლებელი იყო გააკეთეს: მოხდა სოხუმის ფიზიკა–ტექნიკური ინსტიტუტიდან რადიაციული წყაროების გადამალვა სპეციალურ სამარხში. მაგრამ მას შემდეგ, რაც კონტროლი ტერიტორიაზე აიღეს ადგილობრივმა სეპარატისტებმა და ასევე რუსეთის სპეცსამსახურებმა, საქართველოს აღარ შეეძლო უზრუნველეყო მათი უსაფრთხოება. სწორედ მაშინ გაჩნდა ეჭვი და ბევრიც ითქვა გასულ წლებში, რომ ამ რადიაციული წყაროების ნაწილი გაზიდული იქნა რუსეთში, ნაწილის კვალი კი დაიკარგა, თუმცა ახლა ამის უარყოფა ან დამტკიცება ჩემი მხრიდან რთული იქნება, რადგან ამაზე ბევრი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს და მათ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ,“– ამბობს ირაკლი ალადაშვილი.
„ვოშინგტონ პოსტი“ საუბრობს იმ დახმარების თაოაბზეც, რაც აშშ–მ საქართველოს ამ კუთხით გაუწია. სტატიაში ნათქვამია, საქართველოს გუნდი არის მოდელი აშშ–ს მიერ გაწეული დახმარებისა. ირაკლი ალადაშვილი ამბობს: „შემიძლია გითხრათ, რომ საზღვრებზე, საკონტოროლო გამშვებ პუნქტებზე, როგორც საზღვაო პორტებში, ასევე არეოპორტებში და სამანქანო გზებზე დაყენებულია სპეციალური ხელსაწყოები, რომლებსაც შეუძლია რადიაციული ფონის გაზომვა. აშშ–ს ერთ–ერთი პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის გადმოცემული და დამონტაჟებული ეს ხელსაწყოები აღმოაჩენენ არის თუ არა მომატებული რადიაციული ფონი საზღვრის გადაკვეთისას.
ასეთი საკონტოლო ხელსაწყოები ძირითადად, განთავსებულია ოფიციალურ გამშვებ პუნქტებზე, მაგალითად, ლარსის გამშვებ პუნქტზე, წითელ ხიდზე, სომხეთის საზღვარზე, ბათუმისა და ფოთის პორტებში. რაც შეეხება თეთრ ლაქებს, როგორსაც წარმოადგენს ცხინვალი და აფხაზეთი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რა თქმა უნდა, იქ ამგვარი იოფიციალური გამშვები პუნქტები არ არსებობს. საშიშროება იმისა, რომ მათი გავლით მოხვდეს საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული მასალები, დიდია.მას შემდეგ ხშირად ფიქსირდებოდა ფაქტები, რუსეთიდან, ბათუმის გავლით ბირთვული მასალების გადატანისა თუქრეთში. მეც მომიწია ერთხელ იმ „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანის საბარგულში რადიაციის გაზომვა. რომლითაც გადაჰქონდათ ურანი.“

„ვაშინგტონ პოსტის“ წერილში საუბარია ბათუმში, ერთ–ერთ სასტუმროში შეხვედრაზე, სადაც ორი ქართველი და ერთი თურქი ეროვნების ადამიანი ცდილობდა ურანიუმის გაყიდვას, რომელიც ბირთვული ბომბის დამზადებისთვის გამოიყენება. „მათეუ ბუნის, სპეციალისტი, რომელიც უძღვება ჰარვარდის პროექტს ატომის თაობაზე, ამბობს: „არ არსებობს სხვა მიზეზი ბირთვული შავი ბაზრის ძებინისა, ორი შემთხვევის გარდა: 1) ბირთვული იარაღის დამზადება, ან 2)მოგების ნახვა იმით, რომ მიჰყიდო ბირთვული ნივთიერება იმას, ვისაც ეს სურს იარაღის დასამზადებლად გამოიყენოს.“
ციტატა სტატიიდან: „მიმდინარე წლის 6 იანვარს თბილისში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, 36 ფლაკონი ცეზიუმ 135–ით, რადიოაქტიური იზოტოპით, რომლის გამოყენება იარაღისთვის რთულია. მან განაცხადა, რომ მასალა იშოვა აფხაზეთში. აპრილში კი დააკავეს კონტრაბანდისტები აფხაზეთიდან, რომელბსაც სამ შუშის კონტეინერში დაახლოებით ერთი კილოგრამი ყვითელი ურანი აღმოაჩნდათ. საქართველოს ხელისუფლებამ „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ თავდაპირველად ეს ორი ფაქტი დამთხვევა ეგონათ, ხოლო მას შემდეგ, რაც თურქეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ანკარაში დაკავებული სამი პირის შესახებ გააჟეღერს ინფორმაცია, რომელთაც სწორედ იმ ტიპის მასალა აღმოაჩნდათ, რაც იანვარში საქართველოში დაკავებულ ადამიანებს, საქმის ვითარებამ სიცხადე შეიძინა.“ სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ოფიციალური პირებისგან აღნიშნულ საკთხზე კომენტარი მოგვეპოვებინა. ირაკლი ალადაშვილი ამბობს: „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო გეოგრაფიულად მდებარეობს გზაგასაყართან, გამორიცხული არაა, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა სცადონ ბირთვული ტექნოლოგიების, ან ბირთვული მასალების გადატანა საქართველოს ტერიტორიის გავლით. ამგვარი საშიშროების წინ ნებისმიერი ქვეყანაა. ინფორმაციისთვის, საბჭოთა პერიოდში საქართველოში ინახებოდა 320 ერთეული ბირთვული ქობინი. 1989 წლამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იყო განლაგებული ეს ბირთვული ქობინები, რომლებიც რაკეტის ქობინების სახით, ბირთვული საავიაციო ბომბების, ატომური ნაღმების სახით ინახებოდა. 1989 წელს საბჭოთა კავშირმა გაიტანა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული შეიარაღება და მას შემდეგ ერთადერთ ძირითად ბირთვულ ობიექტად საქართველოში რჩებოდა მცხეთის საცდელი რეატორი, თუმცა მისი საქმიანობა უკვე შეეჩერებული იყო. 90–იანი წლების ბოლოს აშშ–ს დამხარებით საქართველოდან მთლიანად იქნა გატანილი როგორც გამოყენებული, ასევე ახალი ურანის ღეროები.
სტატიაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თავდაპირველად განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ქართულ ბრალდებებზე და ამდენად, უარი თქვა გაეკეთებინა კომენტარი, თუმცა მოგვიანებით საერთოდ უარყო ამგვარი ფაქტის არსებობა.
რუსეთი აცხადებს, რომ რომ მისი ბირთვული მასალები, ურანი და პლუტონიუმი საიმედოდაა დაცული და რომ საქართველოში მათი მოხვედრის რისკი გაზვიადებულია, რაც პოლიტიკური დაძაბულობითაა განპირობებული რუსეთ–საქართველოს შორის. თუმცა, ამავდროულად, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ იყო დაცული ყოფილი საბჭოთა კავშირის ბირთვული მარაგები, ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ გარკვეული მასალები დარჩა უკონტოლოდ.
XS
SM
MD
LG