ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ქართული სათვისტომო 80 წლისაა


საზეიმო ცერემონიაზე სათვისტომოს სახელით სენატორ ლუგარს საპატიო ჯილდო გადაეცა.

აშშ-ში ქართულ სათვისტომო ორგანიზაციას-"საქართველოს ასოციაციას" დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა. სადღესასწაულო ცერემონია, რომელიც ვაშინგტონის ერთერთ პრესტიჟულ სასტუმრო "სეინტ რიჯის-ში" გაიმართა ესწრებოდნენ ამერიკის პოლიტიკური, ეკონომიკური წრეების, კერძო სექტორისა და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები საქართველოდან.

ცერემონია ასოციაციის პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა, საბჭოს წევრმა ნინო ჯაფარიძემ გახსნეს.

დამსწრეთა შორის იყვნენ აშშ ყოფილი ელჩები საქართველოში რიჩარდ მაილსი და ჯონ ბასი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი, უცხოეთში არსებული ამერიკის კერძო საინვესტიციო კორპორაციის მმართველი დირექტორი კენეტ ანგელი და სხვა საპატიო სტუმრები. აქვე იყო ამერიკის ქართული დიასპორა.

ცერემონიეზე ასოციაციის სახელით საპატიო ჯილდო გადაეცა ამერიკელ სენატორ რიჩარდ ლუგარს.
XS
SM
MD
LG