ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი-თეირანი: მეორე რაუნდი?


ალექს ვატანკა
ალექს ვატანკა

გასულ კვირას თბილისსა და თეირანში კიდევ ერთხელ გაიჟღერა თემამ საქართველო-ირანის ურთიერთობების გააქტიურების შესახებ. საქართველოსა და ირანში პირველადი გამოხმაურება დადებითია, მითუმეტეს მაშინ, როცა ირანსა და ევროკავშირს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმება რეგიონული ურთიერთობების გააქტიურების მეტ პერსპექტივას აჩენს.როგორ აღიქვამენ ამ საწყისს დისკუსიებს ვაშინგტონში, და კერძოდ, ანალიტიკურ წრეებში.

რაუნდი მეორე - ასე აღიქვამს ვაშინგტონელი ანალიტიკოსი ალექს ვატანკა გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოსა და ირანს შორისსავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. წარმოშობით ირანელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ თეირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება რეგიონული ურთიერთობების წახალისების საშუალებას იძლევა. თუმცა რამდენ ხანს გასტანს მეორე რაუნდი, ვატანკამ არ იცის.

ალექს ვატანკა, ახლო-აღმოსავლეთის ინსტიტუტი: საქართველო ირანის ერთერთი ახლო მეზობელია, 1991 წლიდან დაწყებული ორივე ქვეყანას სურდა ორმხრივი კავშირების გააქტიურება და ეს გასაგებია, ანალოგიური სურვილი იყო და მომავალშიც იქნება. რამდენიმე წლის წინ საქართველომ აშშ-სთან სტრატეგიული კავშირი არჩია თეირანთან ურთიერთობებს, რაც გასაგები ფენომენია გეოსტრატეგიული გადასახედიდან. ვაშინგტონის მაშინდელი პოლიტიკა ირანის იზოლაციას ისახავდა მიზნად და საქართველო აქ მარტო არ იყო: ასეთივე არჩევანი გააკეთა ირანის 15მა მეზობელმა სახელმწიფომ. მაგრამ ახლა ვითარება განსხვავებულია, ბირთვული შეთანხმება მიღწეულია და თუმცა მისი ჩავარდნის რისკი არსებობს, ის მინიმალურია. შესაბამისად, აღარც ვაშინგტონი აწესებს სანქციებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ და აღარც ბლოკავს მათ. დღევანდელი ირანი არ არის მაჰმუდ აჰმადინეჟადის ირანი, პრეზიდენტი როჰანი მოწადინებულია ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის გასაზრდელად, ის ვენესუელასა და აფრიკაში არ მოგზაურობს, არამედ რეგიონზე, და ევროკავშირზეა აქცენტირებული კონკრეტული შესაძლებლობების გამოსანახად.

ბირთვული შეთანხმება და ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი ირანის ირგვლივ, საქართველოს აძლევს საშუალებას დაიწყოს ირანთან პარტნიორობა.
ალექს ვატანკა

ვფიქრობ, ის, თუ რა კონკრეტული სავაჭრო და ეკონომიკური შესაძლებლობები მოჰყვება საქართველო-ირანის მოლაპარაკებებს, ამას დრო აჩვენებს.

ექსპერტის თქმით, როჰანის ხელისუფლებას საქართველოში, სავარაუდოდ, ორი მიზანი ამოძრავებს. პირველი - თბილისთან ურთიერთობა საერთაშორისო იმიჯის გაჯანსაღების ნაწილია. და მეორე - როჰანი, საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ფიქრობს და საქართველო, შესაძლოა, ირანული პროდუქციის ევროპაში ტრანზიტისთვის გამოიყენოს.

ალექს ვატანკა: ახლა, როგორც მოვისმინე, თბილისი და თეირანი დაინტერესებულები არიან მოლაპარაკებები სხვადასხვა სფეროში წარმართონ. ლაპარაკია ქართული წყლის ირანში გატანაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, გაზის თემამ და საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულ მარშრუტად გამოყენებამაც გაიჟღერა. საქართველო ორ ძლიერ სახელმწიფოს-ირანსა და რუსეთს შორის არის, მას მუდმივად უწევს გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინება პრობლემების მოსაგვარებლად. რამდენიმე წლის წინ, საქართველო ირანისთვის ერთგვარი ჩრდილოეთის დუბაი გახდა, გაიზარდა ტურიზმი და პროდუქციით ვაჭრობა, ეს ყველაფერი საერთაშორისო ზეწოლამდე, ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები.

"ირანისა და საქართველოს ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება," აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ამერიკელი ექსპერტი ფიქრობს, რომ ორმხრივი კავშირების წარმატება კონკრეტულ წინადადებებსა და ახალ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG