ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო: საფრთხეები, გამოწვევები თურქეთ-რუსეთის პირისპირ


ჯეფრი რათკე, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრი
ჯეფრი რათკე, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრი

ევროპა მომსწრეა, თუ როგორ ახდენს რუსეთი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზაციას და ამასთან, ის მზარდ ნებას ავლენს სუვერენულ, ევროპულ სახელმწიფოებს დაემუქროს და მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს. ეს არის გამოწვევები, რომლებიც, ექსპერტების აზრით, დასავლეთმა-ნატოსა და შეერთებული შტატების ჩათვლით, შემცირებული რესურსებით და ევროპაში ამერიკის უფრო შეზღუდული ძალებით უნდა გადალახოს.

თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ასეთი დისბალანსი ახლა ძალიან შემაშფოთებელია, განსაკუთრებით დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული საფრთხეებისა და რუსეთის მიერ სირიაში მიმდინარე აქტივობების ფონზე.

რა გავლენა აქვს ამ რეალობას საქართველოზე და შესაძლებელია თუ არა მას რაიმე დახმარების მოლოდინი ჰქონდეს საკუთარი პოზიციების განმტკიცების მიზნით? ჯეფრი რათკე სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრის ანალიტიკოსია. წარსულში იგი აშშ-ის სასხელმწიფო დეპარტამენტის პრესასთან ურთიერთობის ოფისს ხელმძღვანელობდა. მისი აზრით, ამ დისბალანსის გამოსწორება შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს დროულად მართებთ.

ჯეფრი რათკე, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრი:

"რაც შეეხება საქართველოს: ალიანსსა და საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვთ, კავშირები რეგულარულად მტკიცდება. მეტი სიახლოვის სურვილი ნატოს ბოლო შეხვედრაზეც გამოჩნდა.

ფაქტია, რომ საქართველოს რუსეთის ბოლოდროინდელი მოქმედებების გამო, უფრო რთულ პირობებში უწევს ყოფნა.
ჯეფრი რათკე, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრი

თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი არ არის და ამიტომ, მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობა-როცა მის დაცვაზე ვსაუბრობთ-სრულიად განსხვავდება სხვა, ნატოს წევრი ქვეყნის დასაცავად აღებული პასუხისმგებლობისგან."

კორი ველტი ჯორჯ ვაშინგტონის ევრაზიული კვლევების პროფესორია. მისი აზრით, თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ცხადი ხდება ის რისკებიც, რომელიც შესაძლოა ევროპული სახელმწოფოების ერთმანეთთან დაპირისპირებაში ჩართვაას მოჰყვეს. საქართველოსთან მიმართებით ეს საფრთხე, მისი აზრით, ასე გამოიყურება:

კორი ველტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი
კორი ველტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი

კორი ველტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი:

"საქართველოსთვის, ამ სიტუაციაში უშუალო საფრთხედ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სიტუაციის შესაძლო ესკალაცია მგონია
კორი ველტი

"საქართველოსთვის უშუალო საფრთხედ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის შესაძლო ესკალაცია მგონია, მითუმეტეს, თუ ამ დაპირისპირებაში არაპირდაპირ აისახა თურქეთ-რუსეთის კონფლიქტი-ერთის მხრივ რუსეთისა და სომხეთის, მეორეს მხრივ კი თურქეთ-აზერბაიჯანის ახლო კავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ მწვავე გარემო განეიტრალდეს, საქართველოს საჰაერო სივრცეც არაერთხელ დაირღვა ბოლო პერიოდში, რაც ვფიქრობ, მასზე ზეწოლის მოსახდენად კეთდება, რომ საპასუხო რეაქცია გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, მისცემენ თუ არა საქართველოს მაპს ან წევრობას, აქტიურად უნდა გაგრძელდეს ნატოს საწვრთნელი ცენტრის განვითარება თბილისთან ახლოს. სხვადასხვა სფეროებში, საქართველოსთან მჭიდრო კავშირები უნდა გააგრძელოს შეერთებულმა შტატებმაც. და ბოლოს: საქართველო, ამ ახალ რეალობაში, საბედნიეროდ პირდაპირი მსხვერპლი არ არის თუმცა მდგომარეობა რათქმა უნდა საფრთხეებს შეიცავს."

ანალიტიკოსების აზრით საქათველოსთვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზციასთან აქტიური თანამშრომლობა და ალიანსის გაწევრიანების მიმართულებით აქტიური სვლა კარგი ალტერნატივაა იმ რთულ გარემოში, რომელიც მეზობელი ქვეყნებისა თუ ზოგადად ნატოსთვის დამატებითი გამოწვევების ფონზე ჩამოყალიბდა.

XS
SM
MD
LG