ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის რეგისტრაციის ვადას 4 საათით აგრძელებს


31 ოქტომბრის საპარლამენეტო არჩევნების მოახლოებასათან და ახალი კორონავირუსის შემთხვვების სწრაფ ზრდასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები და სახალხო დამცველი საუბრობენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების ხმის მიცემის უფლებაზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დადგენილების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფებსა და COVID-19-ით ინფიცირებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ცესკოსთვის მიმართვის ვადა 27 ოქტომბრის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ექნებათ. ვადის გაგრძელების შესახებ ცესკომ გადაწვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესაძლებლობა მიეცათ დაგვიკავშირდნენ 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე ნაცვლად 26 ოქტომბრის 22:00 საათისა და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება“, - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ცესკო გადასატან ყუთზე, მხოლოდ იმათ დაარეგისტრირებს, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს აღრიცხვაზე იმყოფება.

„სამწუხაროდ, დღეს მრავალი ათასი ადამიანი შეიძლება იყოს თვითიზოლაციაში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო ისე, რომ აღნიშნული არ იყოს ოფიციალურად აღრიცხული ჯანდაცვის სისტემის მიერ, ვინაიდან კონტაქტები უკვე აღარ კონტროლდება და ადამიანები პირადი პასუხისმგებლობით გადადიან თვითიზოლაციებში“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

ლომჯარია აცხადებს, რომ გადაწვეტილება ამომრჩეველს რთულ მდგომარეობაში აგდებს.

„ეს კატეგორია ჩვენი მოქალაქეებისა, ან დაკარგავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, ან დატოვებენ თვითიზოლაციის ადგილებს, გამოცხადდებიან უბნებზე და შექმნიან დამატებით საფრთხეს“, - წერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ნინო ლომჯარია.

თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომლებსაც სურთ, რომ 31 ოქტომბერს გადასატანი ყუთით ისარგებლონ, ცესკოს თავად უნდა დაუკავშირდნენ საინფორმაციო სატელეფონო ხაზზე: 251-00-51 (0) და მოითხოვონ გადასატანი ყუთის სიაში მოხვედრა. ცესკოს ამ მომსახურებით ვერ ისარგებლებენ პირები, რომლებმაც თავად გადაწყვიტეს თვითიზოლაციაში გადასვლა ინფიცირებულთან კონტაქტის თუ რისკ-ფაქტორების გამო და არ არიან მთავრობს მიერ აღრიცხულნი.

ამ დრომდე ცესკოს ინფორმაციით, მათ 4000-მა პირმა მიმართა რეგისტრაციის მოთხოვნით. ცესკოს „რადიო თავისუფლების“ შეკითხვაზე თუ რამდენმა ადამიანმა მოახერხა დარეგისტრირება პასუხი ჯერ არ გაუცია. უწყება ამბობს, რომ ამ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

თვითიზოლაციაში ჯანდაცვის საიმინიისტროს ინფორმაციიით, სულ ცოტტა, 28,000 ადამიანი იმყოფება. ეს მონაცემი არ მოიცავს ადამიანებს, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია არ მიაწოდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG