ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეფე გიორგი XI-ის ავღანურ ნაკვალევზე


42-ე ბატალიონის მებრძოლები ბაზა "ერედვზე", ჰელმანდი, ავღანეთი
42-ე ბატალიონის მებრძოლები ბაზა "ერედვზე", ჰელმანდი, ავღანეთი

ჰელმანდში ქართველ მებრძოლებს ქართლის მეფე გიორგი XI-ისა და ღილზაის ტომის ლიდერის მირ-ვეისის ავღანური ბრძოლების შესახებ უამბეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:02 0:00
ბმული


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქართული სამხედრო ბაზა „ერედვი“ მოინახულა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მებრძოლები არიან განლაგებულნი.

ეს სწორედ ის ბატალიონია, რომელიც 2013 წლის აპრილში იქნა ავღანეთში გადასროლი და ამ ხნის მანძილზე, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა. 13 მაისს, 42-ე ბატალიონმა სამი მებრძოლი დაკარგა; თალიბების ყველაზე მაშტაბურ თავდასხმას ქართულ ბაზაზე, 6 ივნისს, კი ერთდროულად 7 ქართველი მეომრის სიცოცხლე შეეწირა.

ირაკლი ალასანიამ 42-ე ბატალიონის რამდენიმე მებრძოლი „გენერალ მაზნიაშვილისა“ და „სამშობლოსათვის თავდადებულის“ მედლებით დააჯილდოვა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ავღანეთში ქართული სამშვიდობო მისიის მნიშვნელობას.

„ეს ის ბატალიონია, რომელმაც ყველაზე მძიმე დანაკლისი აიღო თავის თავზე, მაგრამ ასევე - ყველაზე რთული ამოცანის გადაწყვეტა შეძლო. დღეს, მტერი ასე იოლად რომ ვერ უტევს ჰელმანდის რაიონის ამ კუთხეს, ეს არის 42-ე ბატალიონის დამსახურება.

ჩვენ მუდმივად გვემახსოვრება ჩვენი ვაჟკაცები, ვინც ამ ბრძოლაში დაიღუპა, მათი ოჯახები. რაც მთავარია, ეს ბიჭები არიან ვინც უქმნიან საქართველოს სახელმწიფობრიობასა და სტაბილურობას საფუძველს, აქედან!

ჩვენი ბიჭები არიან ახლო კავშირში ამერიკულ ძალებთან. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციებში უკვე ჩართეს ავღანური მხარე. საბოლოო მიზანია, რომ მათ ეს პასუხისმგებლობის ზონა ავღანურ უსაფრთხოების ძალებს გადააბარონ.“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამჯერად ავღანეთში მრავალრიცხოვანი დელეგაციის თანხლებით ჩავიდა. ირაკლი ალასანიას თან ახლავს „ქართული ჯარის მეგობართა საზოგადოების“ წევრები, მათ შორის, მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი პაატა ბურჭულაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი, რომელთანაც თავდაცვის სამინისტრო ბოლო დროს აქტიურად თანამშრომლობს.

გუშინ, ასევე ჰელმანდში დისლოცირებულ 33-ე ბატალიონის მებრძოლებს, გააცნეს ქართლის მეფის გიორგი მეთერთმეტის ცხოვრება.

სპარსეთის შაჰის ბრძანებით, მეფე გიორგი 24 ათასიანი ქართულ-სპარსული ჯარით, (აქედან 4000 ქართველი - ზ.წ) 1700 წლიდან იბრძოდა სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყებული ავღანული ტომების წინააღმდეგ. 1704 წელს, მეფე გიორგი ჰელმანდის მეზობელი, ყანდაარის ბეგლარბეგი გახდა.

ხუთი წლის შემდეგ იგი სოფელ დეყ-შეიჰთან ღალატით მოკლეს, ღილზაის ტომის ლიდერის, შემდგომში ავღანეთის პირველი დამოუკიდებელი მმართველის მირ-ვეისის მებრძოლებმა.

33-ე ბატალიონის მეომრები ქართულ ბაზა „ორბზე“ არიან დისლოცირებული და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის ბაზა Leatherneck-ის უსაფრთხოების დაცვა ევალებათ. 33-ე ბატალიონის სერჟანტი რამაზ ნადიბაიძე ამბობს:

„ჩვენი მოვალეობაა ბაზა "ლეზერნიკის" დაცვა. ასევე ჩვენი ოპერაციის რაიონია, ჩრდილოეთი მიმართულება აქედან, ჰელმანდის პროვინციაში. კონკრეტული დავალებებია - ყოველდღიური ოპერაციები და პატრულირება. ასევე თუ დასჭირდებათ, ჩვენს მეგობრებს, ამერიკელები იქნებიან თუ სხვა ქვედანაყოფები იმათი დახმარება.

დღეისათვის, ამ დავალებებს ჩვენი მებრძოლები წარმატებით ახორციელებენ. შეგუებულნი ვართ იმ აზრს, რომ შვიდი თვის მანძილზე აქ უნდა ვიყოთ და ეს დავალება ბოლომდე შევასრულოთ.“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვიზიტის დროს, ბწყინვალების ორდენით დააჯილდოვა ISAF-ის მისიაში, ქართული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაური, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე. ირაკლი ალასანია ჰელმანდის პროვინციაში ასევე შეხვდა რეგიონალური სარდლობის „სამხრეთ-დასავლეთის“ მეთარ გენერალ-მაიორ ვოლტერ მოლერს და ოპერატიული დაჯგუფება „ბელავუდი“ მეთაურს, პოლკოვნიკ სულ-ლაივანს.

საქართველო 2009 წლიდან არის ჩაბმული ავღანეთის სამშვიდო ოპერაციაში. ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში 1600-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. ამ დროისთვის, საქართველომ ISAF-ის ოპერაციაში 29 მეომარი დაკარგა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა.

აი-სა-ფის ოპერაციაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები:

05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი (31- ბატალიონი)
30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი (31- ბატალიონი)
30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე (31- ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი (31-ებატალიონი)
30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე (31- ბატალიონი)
22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი (32- ბატალიონი)
14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი (32- ბატალიონი)
24/05/2011 უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე (33-ებატალიონი)
20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე (33- ბატალიონი)
01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე (33- ბატალიონი)
30/12/2011 კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი (31- ბატალიონი)
07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე (31- ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა (31- ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია (31- ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე (31- ბატალიონი)
24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე (31- ბატალიონი)
26/07/2012 კაპრალი გივი ფანცულაია (31- ბატალიონი)
11/10/2012 კაპრალი მინდია აბაშიძე (32- ბატალიონი)
29/12/2012 სერჟანტი გიორგი კიკაძე (12- ბატალიონი)
13/05/2013 უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე (42-ებატალიონი)
13/05/2013 კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე (42- ბატალიონი)
13/05/2013 კაპრალი ვლადიმერ შანავა (42- ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (42- ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი გიორგი ადამოვი (42- ბატალიონი)
06/06/2013 რიგით ზვიად სულხანიშვილი (42- ბატალიონი)
06/06/2013 რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (42- ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი ბორის ცუგოშვილი (42- ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი ზურაბ გურგენაშვილი (42- ბატალიონი)
06/06/2013 რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი (42- ბატალიონი)

XS
SM
MD
LG