ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეფაქტო აფხაზეთი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს დროებით ტოვებს


დეფაქტო აფხაზეთი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს დროებით ტოვებს. სოხუმში ამბობენ, რომ “აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულმა მოლაპარაკებებმა რეალურ პროგრესს ვერ მიაღწია”.

დეფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაგაფშის განცხადებით, აფხაზეთი ნანობს რომ საერთოდ ჩაერთო ჟენევის პროცესაში და დაიჯერა რომ მოლაპარაკებები მართლაც მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებდა.

ბაგაფშის განცხადებით, მოლაპარაკებები კონსტრუქციული არ ყოფილა და ევროპელ ლიდერებს, კერძოდ ევროკავშირს აფხაზეთის მაიონეტული რეჟიმის მეთაური საქართველოს მხარის დაკავებაში ადანაშაულებს.

ამ თემაზე საქართველოს ოფიციალურ პოზიციას, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილთან ინტერვიუში გაგაცნობთ.

XS
SM
MD
LG