ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2 წელი კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმიდან


ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები პოლიციის ბარიერის გარღვევას და აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრას ცდილობენ. 6 იანვარი, 2021 წ. ვაშინგტონი, აშშ.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები პოლიციის ბარიერის გარღვევას და აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრას ცდილობენ. 6 იანვარი, 2021 წ. ვაშინგტონი, აშშ.

6 იანვარს შეერთებული შტატების კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმიდან ორი წელი სრულდება. ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თეთრ სახლთან შეკრებილი მომხრეები, იმ დღეს ახლომდებარე კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების ფორმალური პროცედურის ჩაშლა სცადეს.

თავდასხმის გამო, ამერიკელ კანონმდებლებს სერტიფიცირების პროცესის შეჩერება და თავშესაფრებში მიმალვა მოუწიათ. მოგვიანებით, 7 იანვარს, მას შემდეგ რაც პოლიციამ კაპიტოლიუმი იქ შეჭრილი ადამიანებისგან გაათავისუფლა, კონგრესში არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცესი განახლდა.

ამბოხებულებმა კონგრესის შენობა დაარბიეს და კანონმდებლებს თავშესაფარში დამალვა აიძულეს. მომხდარ ძალადობას 5 ადამიანი შეეწირა და ბევრი დაშავდა, რომელთა შორის 100-ზე მეტი პოლიციელია. ვაშინგტონის მერს ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუწია და პოლიციის დასახმარებლად, საჭირო გახდა ეროვნული გვარდიის მობილიზაცია. თავდამსხმელთა ნაწილი მოგვიანებით გაასამართლეს.

პრეზიდენტის სამოქალაქო მედლით დაჯილდოება

გარდაცვლილი და დაშავებული პოლიციის ოფიცრებისთვის პატივის მისაგებად, დღეს კაპიტოლიუმის კიბეებთან კონგრესის ორპარტიული ჯგუფი შეიკრიბება. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში სპეციალურ ცერემონიას მართავს. თეთრი სახლის განცხადებით, დღეს პრეზიდენტის სამოქალაქო მედალი გადაეცემა 12 ადამიანს, რომლებმაც 2021 წელს "სანიმუშო წვლილი" შეიტანეს დემოკრატიის დაცვის საქმეში.

დაჯილდოებულებს შორის იქნებიან დედაქალაქის პოლიციის ოფიცრები, ამერიკელი კანონმდებლები და ფედერალური თანამშრომლები. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯილდოს ასევე გადასცემს ჯორჯიის შტატის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თანამშრომელ დედა-შვილს, რომლებიც ხმების დათვლის პროცესში დააშინეს, მაგრამ მათ სამუშაო მაინც შეასრულეს.

პრეზიდენტის კიდევ ერთი ჯილდო განკუთვნილია გარდაცვლილი პოლიციის ოფიცრის - ბრაიან სიკნიკისთვის, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმს იცავდა. პოლიციელი 7 იანვარს გარდაიცვალა და ის 2 წლის წინ, კაპიტოლიუმიდან გაასვენეს. დაკრძალვას პრეზიდენტი ბაიდენი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ბევრი სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური პირი ესწრებოდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG