ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში საპრეზიდენტო დებატები გაიმართა


გუშინ, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, საპრეზიდენტო კანდიდატები მარინ ლე პენი და ემანუელ მაკრონი ერთმანეთს მწვავე სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდნენ. ლე პენმა თავისი მეტოქე დაახასიათა, როგორც ტერორიზმის წინაშე უსუსური, უგულო კაპიტალისტი. მაკრონმა კი მეტოქეს მატყუარა და საშიში ექსტრემისტი უწოდა.

ლე პენმა, თავის შესავალ სიტყვაში, ეკონომიკის ყოფილ მინისტრ მაკრონს „ველური გლობალიზაციის კანდიდატი“ უწოდა. მაკრონმა ლე პენს, რომელიც ადრე იძულებული იყო საკუთარი უკიდურესად მემარჯვენე მამა, მათი ეროვნული ფრონტის პოლიტიკური პარტიიდან გაერიცხა, საფრანგეთის უკიდურესად მემარჯვენე ფრაქციის მემკვიდრე უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG