ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადრიდში დიდთოვლობას ელიან


ესპანეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში, მეტეოროლოგები ამინდის მკვეთრ გაუარესებას ელოდებიან. სპეციალისტების თქმით, ქვეყნის დედაქალაქში ბოლო 10 წელიწადში ასეთი უხვი თოვლიანობა და სიცივე არ ყოფილა. ამინდის გაუარესების მიზეზი შტორმი "ფილომენაა."

ასეთი მოვლენები იშვიათად ხდება რეგიონში და ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებას და მობილობას. ამინდის გაუარესება, განსაკუთრებით პრობლემურია ახლა, როდესაც ხალხი შობისა და ახალი წლის არდადეგების შემდეგ სახლში ბრუნდება. თუმცა, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაკლები მოძრაობაა და ნაკლები ადამიანი მოგზაურობს.

დიდთოვლობის გამო, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მადრიდის დიდი პარკები, მათ შორის ცნობილი "რეტირო", პრადოს მუზეუმის გვერდით, პარასკევს, შუადღის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით დაიკეტება.

მადრიდში, მომავალ 24 საათში 20 სმ-მდე თოვლს და ნულოვან ტემპერატურას ელოდებიან.

რუბენ დელ კამპომ, სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს სპიკერმა თქვა, რომ ქალაქი, 21-ე საუკუნეში, ალბათ, ყველაზე ძლიერი დიდთოვლობის წინაშე აღმოჩნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG