ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსმა ანგარიში „პრესის თავისუფლება 2012“ გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში პრესის მდგომარეობას ასახავს.

ანგარიში მთელს მსოფლიოში - 197 ქვეყანასა და ტერიტორიაზე - პრესის მდგომარეობას სწავლობს. 66 ქვეყანა, ანუ მსოფლიოს დაახლოებით 33 პროცენტი თავისუფალ ქვეყნებად არის შეფასებული, 72 ქვეყანა ნახევრად თავისუფლად, და 59 კი არა-თავისუფლად. შარშანდელ ანგარიშთან შედარებით, წელს მსოფლიოში თავისუფალი ქვეყნების რაოდენობა 2-ით შემცირდა, ნახევრად თავისუფალ კატეგორიას 7 ქვეყანა მოაკლდა და არა-თავისუფალი ქვეყნების რაოდენობა 4-ით გაიზარდა.

ანგარიშის შედეგებთან დაკავშირებით და საქართველოში პრესის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ფრიდომ ჰაუსის სტრატეგიისა და ანალიზის ვიცე პრეზიდენტს ბატონ ქრისტოფერ ვოკერს ვესაუბრეთ. მისი თქმით:

საქართველო საშუალო მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მედია სისტემაში არსებობს თავისუფლების გარკვეული დოზა მაგრამ არ არსებობს ყველა ელემენტი, რომელიც თავისუფლი მედიისთვისაა საჭირო. კვლევის წარმოებისას ჩვენ ვითვალისწინებთ საკანონმდებლო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს მედიასთან დაკავშირებით.“

ბატონი ვოკერის განცხადებით, საქართველოში არსებობს გარკვეული პლურარიზმი, იქნება ეს ბეჭდური, ონლაინ თუ საეთერო მაუწყებლობაში. ეს ვითარება მკვეთრად განსხვავდება რეგიონში არსებული მდგომარეობისგან. მაგალითად, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში და ახლო აღმოსავლეთში მდგომარობა გაცილებით მძიმეა. ამ ქვეყნებში მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროებზე, იქნება ეს საეთერო თუ ონლაინ მაუწყებლები.

ვოკერი აცხადებს, რომ:

„გასულ წელს საქართველომ მცირეოდენი პროგრესი აჩვენა. ეს იმაში გამოიხატება, რომ ეროვნული კომუნიკაციების საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ლიცენზიები გაეცა ისეთი საინფორმაციო საშუალებებისთვის, რომლებიც არ არიან ხელისუფლებასთან ასოცირებული. სირთულეების ერთი ნაწილი უკავშირდებაქვეყნის შიგნით მომხდარ მოვლენებს 2007 წელს და შემდეგ 2008 წელს, როცა შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა რუსეთთან. ამ მოვლენებმა გავლენა იქონია მედიაზეც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კლასიფიცირდება, როგორც ნაწილობრივ თავისუფალი ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.“

ვოკერის თქმით,მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რომელიც საქართველოს მედია გარემოს ნაწილობრივ თავისუფლად შეფასებას იწვევს.

„მედიის საკუთრების გამჭვირვალობა შემაშფოთებელი საკითხია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, მათ შორის ევროკავშირის ახალ წევრებსა და აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს ამ მხრივ გადასადგამი. მაგრამ წლევანდელ ანგარიშში ავღნიშნეთ, რომ ის რაც ხელისუფლებამ გააკეთა მედიის საკუთრების გამჭვირვალობის მხრივ, წინ გადადგმული პატარა ნაბიჯია. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო ამ ტენდენციას გააგრძელებს.“

ვოკერი აცხადებს, ფრიდომ ჰაუსი იმედოვნებს, რომ საქართველო გააგრძელებს პროგრესული ნაბიჯების გადადგმას მედია-თავისუფლების მიმართულებით. ამისთვის კი ქვეყანას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა აქვს გადასალახი:

„გაისად იმედი გვაქვს, რომ დავინახავთ უწყვეტ პროგრესს, რომელიც მედია-საკუთრების გამჭვირვალეობას ინსტიტუციონალურ დონეზე გადაწყვეტს. ასევე იმედია დავინახავთ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა ტელემაუწყებლების ეთერში უფრო მეტ მრავალფეროვნებას და თავისუფლებას.“

ფრიდომ ჰაუსი პრესის თავისუფლების კვლევას 197 ქვეყანაში ერთი და იგივე კითხვარით აწარმოებს. კითხვარი კონკრეტულ ქვეყანაში პრესის თავისუფლების შეფასებას სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით აფასებს. ორგანიზაციას შემუშავებული აქვს 100 ქულიანი შეფასება. ქვეყნები, რომლებიც 0დან 30 ქულას აგროვენებ თავისუფად ქვეყნებად ითვლებიან, 31დან 60-მდე ნაწილობრივ თავისუფლად, ხოლო 61დან 100მდე კი არა-თავისუფლად. წლევანდელ რეიტინგში საქართველომ 52 ქულა დააგროვა, რაც შართანდელ მაჩვენებელზე 5 ქულით გაუმჯობესებული შედეგია. ამ ქულით საქართველომ 117დან 111 ადგილზე გადაინაცვლა.

ჰრიდომ ჰაუსის რეიტინგით, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ქვეყნები 10 ქულით ფინეთი, ნორვეგია და შვედეთია, ხოლო 95-97 ქულებით კი ბოლო სამ ადგილზე უზბეკეთი, თურქმენეთი და ჩრდილოეთ კორაა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG