ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია მაგნატმა უარყო ბრალდებები


ბრიტანელმა მედია მაგნატმა რუპერ მერდოკმა უარყო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ის თავის მედია იმპერიას ბრიტანელი პრემიერ მინისტრებისგან კეთილგანწყობის მოსაპოვებლად იყენებდა. გამოძიება, რომელსაც მერდოკი ჩვენებებს აძლევს პრესისა და პოლიტიკოსების ურთიერთობებს იკვლევს. ლონდონში ოთხშაბათს მერდოკმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას "არასოდეს არაფერი უთხოვია პრემიერ მინისტრებისთვის", მან ასევე უარყო ყოფილ პრემიერთან, მარგარეტ ტეტჩერთან ყოველგავარი კავშირი.

XS
SM
MD
LG