ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში სამართალდამცავებმა რეიდი მოაწყვეს


მკვლელობის მცდელობასა და ტერორიზმში ეჭვმიტანილი 7 პირი რეიდის დროს დააკავეს

ფრანგი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ რადიკალ ისლამისტთა ჯგუფი, რომელიც უკვე წლებია საფრანგეთის უსაფრთხოებას დარტყმის ქვეშ აგდებს, სირიის მეამბოხეთა ჯგუფთან შეერთებას გეგმავს.

პარიზის პროკურორის, ფრანსუა მოლინსის განცხადებით, მკვლელობის მცდელობასა და ტერორიზმში ეჭვმიტანილი 7 პირი, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჯგუფის წევრები სირიელ მეამბოხეებთან შეერთებას გეგმავდნენ. დაკავებულთაგან ყველა საფრანგეთშია დაბადებული.

გამომძიებლებმა პარიზის ერთ-ერთი უბნის ავტოფარეხიდან ბომბების დასამზადებელი მასალები ამოიღეს.
XS
SM
MD
LG