ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგი პოლიციელების რეიდი


გასულ თვეში ებრაელების მაღაზიაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოკლეს

საფრანგეთის პოლიციამ ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგად 1 კაცი მოკლა და 10 დააკავა. რეიდი საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად შაბათს მოეწყო. ბოროტმოქმედთა ჯგუფის წევრები დაკავშირებულნი იყვნენ გასულ თვეში ებრაელების მაღაზიაზე მომხდარ თავდასხმასთან.

პარიზის პროკურორმა, ფრანსუა მოლინსმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მთავარმა ეჭვმიტანილმა, 33 წლის ჯერემი სიდნეიმ ცეცხლი გაუხსნა პოლიციას. შემდეგ პოლიციამ შემხვედრი ცეცხლი გახსნა და სედნეი დაიღუპა. რეიდს ადგილი ქალაქ სტრასბურგში ჰქონდა. პროკურორმა, ასევე, დასძინა, რომ გარდაცვლილი რადიკალ ისლამისტებთან კავშირში იყო და ამ ფაქტის დადგენა შესაძლებელი იყო ყუმბარაზე დარჩენილი დნმ-ის კვალით.
XS
SM
MD
LG