კოსოვოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ აგიმ ჩეკუს და მისი მთავრობის 11 ყოფილ მაღალჩნოსანს, სასამართლომ ბრალი მოუხსნა. ჩეკუს, თაავდაცვის სამინისტროს და მთავრობის სხვა ყოფილ ოფიციალურ პირებს, 2018 წელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და თაღლითური სქემის აწყობაში, რომლის გამოც ქვეყნის ბიუჯეტს დიდი ზარალი მიადგა.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩეკუმ და სხვა ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა, კანონის დარღვევით 19 000 კაცით გაზარდეს სერბეთისაგან კოსოვოს განმათავისუფლებელ ომში მონაწილეთა რეალური რაოდენობა. ამ ნაბიჯით მათ იმ ვეტერანების რაოდენობა გაზარდეს, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებდნენ.
ყველა ბრალდებული შედიოდა იმ სახელმწიფო კომისიაში, რომელიც 2012 წლიდან აწარმოებდა ვეტერანების აღიცხვას. კომისიამ 2016 წელს 46,000 კაცი შეიყვანა სახელმწიფოსგან დაწესებული შეღავეთების მიღების უფლების მქონე პირთა სიაში. ყალბი ვეტერანებისათვის გადახდილი კომპენსაციის შედეგად, კოსოვოს ბიუჯეტმა ათეულ მილიონობით ევრო იზარალა.
აგიმ ჩეკუს, რომელიც 1990-იან წლებში კოსოვოს გათავისუფლების არმიას ხელმძღვანელობდა, ბელგრადი ბრალს სდებს სერბების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში.
Facebook Forum