კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი დააკავეს და ნიდერლანდებში, კოსოვოს ტრიბუნალის საპატიმროში მოათავსეს. გუშინ ის ომის დანაშაულის ტრიბუნალის მიერ დამნაშავედ ცნობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა, რათა სასამართლოს წინაშე წარდგეს სამხედრო დანაშაულებების ბრალდებით.
საგანგებო პროკურატურამ (SPO), რომელიც ჰააგაში მდებარეობს, ტაჩის და კიდევ არაერთ სხვა ეჭვმიტანილს „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრა მკვლელობისთვის, ასევე „ადამიანების ძალადობრივი გაქრობის, დევნისა და წამებისთვის“. ტაჩი ბრალდებას უარყოფს.
ტაჩი სერბეთის ყოფილი ოლქის ალბანელთა პარტიზანული დაჯგუფების „კოსოვოს გათავისუფლების არმიის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და მეთაური იყო. გაერთიანება 1990-იან წლებში იბრძოდა ცენტრალური - სერბეთის ხელისუფლების - არმიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო, არ დაეშვათ სერბეთისგან კოსოვოს გამოყოფა.
ამ ნაბიჯმა შესაძლოა არეულობა გამოიწვიოს კოსოვოში, სადაც 52 წლის პარტიზანული მოძრაობის ყოფილი სამხედრო ლიდერი, ტაჩი 2016 წელს კოსოვოს პრეზიდენტი გახდა. მანამდე კი კოსოვოს პირველი პრემიერ მინისტრი იყო 2008 წლიდან.
Facebook Forum