ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის საქმეზე ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, რუსი პოლიციელი შინაპატიმრობაშია


სამარის პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ, საგამოძიებო უწყებამ საქმე თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით აღძრა. პოლიციელი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე მომუშავე გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის, გარკვეული ინფორმაციის გადაცემაშია ეჭვმიტანილი.

პოლიციის ოფიცერი კირილ ჩუპროვი შინაპატიმრობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას, "რადიო თავისუფლების" რუსული რედაქცია, "RBC report"-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრალის დამტკიცრბის შემთხვევაში, ჩუპროვს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მოგვიანებით გაჟონილი მონაცემები გამოიყენეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც შეისწავლეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტების თვითმფრინავით ფრენები, რომლებიც, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ ნავალნის რამდენიმე წლის განმავლობაში. იქამდე, ვიდრე გასული წლის აგვისტოში, "ნოვიჩოკით" მოწამლავდნენ.

საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება "ბელინგკეტმა", რუსულ მედიასაშუალებასთან, ასევე, "სი-ენ-ენ-თან" და გერმანულ "შპიგელთან" ერთად ჩაატარა.

თავად ნავალნის ახლა 30 დღიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის გუშინ, რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG