ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდის გახმაურებული მკვლელობის დეტალები

ფლორიდის შტატში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ჯორჯ ზიმერმანის ადვოკატების განცხადებით, მათი კლიენტი დამნაშვედ თავს არ ცნობს. ხუთშაბათს ზიმერმანი მოსამართლის წინაშე წარსდგება, სადაც მისი თავდებში გათავისუფლების საკითხი განიხილება. ფლორიდის სპეციალურმა პროკურორმა ანჯელა კორეიმ ოთხშაბათს ბრალდება წაუყენა ლათინო-ამერიკული წარმოაშობის ზიმერმანს, რომელმაც შავკანიანი მოზარდი ტრევონ მარტინი გამოასალმა სიცოცხლეს. როგორც ზიმერმანი აცხადებს, მკვლელობა თავდაცვის მიზნით მოხდა. დეტალები იმის თაობაზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ბრალდების წაყენებისთვის, პროკურორმა არ გაახმაურა. მაგრამ დასძინა, რომ გამოძიება ძალზედ გულმოდგინედ ჩატარდა.

This item is part of
XS
SM
MD
LG