ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდაში არასრულწლოვანის მკვლელობას აპროტესტებენ


როგორც მკვლელი აცხადებს, იგი სამეზობლოში პატრულირებდა, როდესაც უცნობი შავკანიანი მოზარდჲ საეჭვოდ მოეჩვენა.

ხუთშაბათს ფლორიდაში მოკლული არასრულწლოვანის - ტრეივონ მარტინის მშობლები საპროტესტო აქციაზე შეკრებილების წინაშე გამოვიდნენ და მკვლელის - ჯორჯ ზიმერმანის დაპატიმრება მოითხოვეს.

დაღუპული მოზარდის მშობლების მხარდასაჭერი აქცია ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტმა ალ შარპტონმა მოაწყო. ვარაუდობენ, რომ მომდევნო აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდება. ინტერნეტ პეტიციას, რომელიც ზიმერმანის დაპატიმრებას ეხება, უკვე მილიონამდე ადამიანმა მოაწერა ხელი.

ჯორჯ ზიმერმანმა პოლიციას მას მერე დაურეკა, რაც მოზარდს, როგორც თავად აღნიშნავს, თავდაცვის მიზნით ესროლა. პოლიციამ დაკითხვის შემდეგ ზიმერმანი გაათავისუფლა. როგორც მკვლელი აცხადებს, იგი სამეზობლოში პატრულირებდა, როდესაც უცნობი შავკანიანი მოზარდჲ საეჭვოდ მოეჩვენა. თუმცა მოკლული მოზარდის მეგობარი გოგონა ამბობს, რომ მარტინი სიკვდილის წინ მას მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა და აღნიშნა, რომ მას ვიღაც მამაკაცი აედევნა.

როგორც სამართალდამცავები აღნიშნავენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრეივონისა და მისი მეგობარი გოგონას სატელეფონო საუბრის გაშიფრვა, რომელზეც ზიმერმანის და დაღუპულის შელაპარაკებაა ჩაწერილი. სავარაუდოდ ზიმერმანი მოზარდთან შელაპარაკების დროს, რასობრივი ხასიათის შეურაცხყოფას აკეთებს.

XS
SM
MD
LG