ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში მდებარე ჰოვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც ტვიტერს, ფეისბუკსა და სხვა სოციალურ მედია საშუალებებს აქტიურად იყენებენ, ზიმერმანის წინააღმდეგ სოციალური ქსელის საშუალებით, დემონსტრაციების მოწყობა დაგეგმეს.

შეერთებული შტატების მასშტაბით, ფერადკანიანი ამერიკელები 17 წლის ტრეივონ მარტინის ხსოვნის საპატივცემოდ იკრიბებიან.

ისინი ასევე იმ ეჭვმიტანილის წინააღმდეგ გამოდიან, რომელმაც ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და მის საწინააღმდეგოდ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.

მკვლელობის დღიდან შავკანიანმა ამერიკელებმა ინფორმაციის გავრცელება პრესის სანაცვლოდ, სოციალური მედიის საშუალებებით დაიწყეს.

მიშელ სტრაიკერი ინტერნეტ-მარკეტინგის ფირმა „ვებიმაქსში“ სოციალური მედიის დირექტორია:

„დროს, რომელსაც მესიჯის გასაგზავნად იყენებთ, ადამიანებს ემოციების გაზიარებაში ეხმარება. თქვენი განწყობა ქსელის ირგვლივ ვრცელდება მთლიანად, რადგან პირადად შეიძლება 130 ფეისბუქის მეგობარი გყავდეთ, მაგრამ მათ კიდევ დამატებით თავისი ვირტუალური სამეგობრო წრე ჰქონდეთ, რომელიც ასევე თქვენი განწყობის გამზიარებელი ხდება.“

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, მილიონზე მეტმა ადამიანმა ხელი ონლაინ პეტიციას მოაწერა და ასევე სხვადასხვა სახის მესიჯები გაავრცელა, შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ჯორჯ ზიმერმანის დასაკავებლად.

ვაშინგტონში მდებარე ჰოვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც, რომლებიც ტვიტერს, ფეისბუკსა და სხვა სოციალურ მედია საშუალებებს აქტიურად იყენებენ, ზიმერმანის წინააღმდეგ, სოციალური ქსელის საშუალებით დემონსტრაციების მოწყობა დაგეგმეს.

„უნივერსიტეტის თითქმის ყველა სტუდენტი ტრეივონ მარტინის მკვლელობაში ეჭვმიტანილის წინააღმდეგ დაირაზმა. მარტინი მათი თანატოლი იყო. სტუდენტებს სურდათ, მისი მკვლელობის შესახებ ყველას სცოდნოდა და ასევე გაეზიარებინათ სხვებისათვის დამოკიდებულება ახალგაზრდა შავკანიანის უსამართლო მკვლელობის გამო .“

გვიხსნის ინგრიდ სტურგისი, რომელიც ჰოვარდის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე პორფესორის ასისტენტია.

სულ ახლახანს წარმოებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ შავკანიანები, ისე როგორც ამერიკელთა უმრავლესობა, ძირითადად მობილური ტელეფონის საშუალებით, უკავშირდებიან სოციალური მედიის ვებ-გვერდებს.

ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი დავიდ ჯონსონი ამბობს:

„ადამიანები ყოველდღიურ ურთიერთობას ისედაც ამყარებენ სხვადასხვა ადგილებში შეხვედრის დროს, მაგრამ სოციალური ქსელებით განხორციელებული კომუნიკაცია უფრო ფართო ხასიათისაა, რომელიც ჩვენს ინფორმატიულობას ზრდის. “

სწორედ ამიტომ, სოციალური მედია სხვადასხვა შემთხვევების გავრცელების ყველაზე პოპულარულ საშუალებად გვევლინება.

ექსპერტების გარკვეული ჯგუფი კი ვარაუდობს, რომ სოციალური მედია თავის პიკს კვლავ მაშინ მიაღწევს, როცა ჯორჯ ზიმერმანი საბოლოოდ გასამართლდება და ციხეში წავა.

XS
SM
MD
LG