ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შავკანიანი მოზარდის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა


ზიმერმანის განცხადებით მან ტრეივონ მარტინს თავდაცვის მიზნით ესროლა.

ფლორიდის შტატის ხელისუფლებამ 200 გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც შავკანიანი მოზარდის ტრეივონ მარტინის მკვლელობის საქმეს ეხება.

ამ დოკუმენტის თანახმად, 17 წლის მარტინის გვამის გაკვეთის დროს მის სისხლში მარიხუანის კვალი აღმოაჩინეს. მას ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი.

გამოქვეყნდა ასევე მოხალისე პოლიციელის ჯორჯ ზიმერმანის ფოტოები, რომელსაც მკვლელობის დღეს სახე და კეფა დასისხლიანებული და დალურჯებული ჰქონდა. ზიმერმანის განცხადებით, მან ტრეივონ მარტინს თავდაცვის მიზნით ესროლა.

დოკუმენტში ასევე მოყვანილია გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ მეზობლის მიერ პოლიციაში დარეკილი სატელეფონო ზარის მიხედვით, შეუძლებელია დადგინდეს, თუ ვინ ითხოვდა შველას ზიმერანის და მარტინის დაპირისპირების დროს.

XS
SM
MD
LG