ქარიშხლებმა და წყალდიდობამ შეერთებული შტატების სამხრეთსა და შუა დასავლეთში სულ ცოტა 14 ადამიანი იმსხვერპლა
ამერიკის სამხრეთ შტატებში, ტეხასში, არკანზასში, მისურიში და მისისიპიში ქარიშხლებმა და შტორმმა სულ ცოტა 14 ადამიანი იმსხვერპლა.
ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო აღმოსავლეთ ტეხასმა. ქარიშხლების სერიამ 4 ადამიანი იმსხვერპლა და ხელისუფლების თქმით, ზარალიც ძალიან დიდია.
ხელისუფლების ცნობითვე, ოთხივე ადამიანი დალასიდან აღმოსავლეთით დაიღუპა, სულ ცოტა 50 კი დაშავდა. მეზობელ არკანზასში სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა.
არკანზასში 65 წლის ქალი წაქცეულმა ხემ მოკლა, 10 წლის გოგონა ადიდებულმა წყალმა გაიტაცა და მოკლა. პოლიცია ეძებდა ორ გაუჩინარებულ ბავშვს, რომელიც შესაძლოა ადიდებული წყლის მიერ წაღებულ მანქანაში იმყოფებოდა.
Facebook Forum