ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინელები დონალდ ტრამპის განცხადებამ გაახალისა


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ უქმეებზე კალიფორინიას ესტუმრა. შტატში ჯერ კიდევ ცდილობენ ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლისა და ზიანის გამომწვევი ხანძრის ჩაქრობას. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას გასულ კვირას შეხვედრისას ფინეთის პრეზიდენტმა ხანძრებთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და უთხრა, რომ ფინეთის მოსახლეობა დიდ დროს ხარჯავს ტყეებში ფოთლების შეგროვებაზე იმისათვის, რომ ხანძრების გაჩენა აირიდიონ თავიდან.

ამ განცხადებას მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა. თავად ფინეთის პრეზიდენტმაც საული ნინისტომ ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში განმარტა, რომ ის პრეზიდენტს მხოლოდ შეტყობინების სისტემების შესახებ ესაუბრა და ფოთლებისა თუ ნაფოტების ხვეტის შესახებ რეკომენდაციებს ვერ იხსენებს. პრეზიდენტების ამ განცხადებებს ათასობით გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც, მათი უმეტესობა იუმორისტულია, ზოგიერთმა კი პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო სლოგანიც გააშარჟა და ამერიკის კვლავ დიდებულ ქვეყანად ქცევის ნაცვლად, წერდნენ: "დავხვეტოთ ამერიკა". ზოგიც მტვერსასრუტით ხელში, ტყეში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG