ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: "კორუფციასთან ბრძოლა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობის საკითხია"


ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორუფციასთან ბრძოლა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობის საკითხად გამოაცხადა. მან ეროვნული უსაფრთხოების შესახებ პირველი მემორანდუმი გამოსცა, რომელშიც მისი ანტი-კორუფციული გეგმებია გაწერილი.

"კორუფცია ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ თანასწორობას, გლობალურად სიღარიბის საწინააღმდეგო, განვითარების ძალისხმევას და თავად დემოკრატიას ემუქრება", - აცხადებს პრეზიდენტი. "მაგრამ კორუფციის ეფექტურ პრევენციასა და მასთან ბრძოლას, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის უპირატესობის წარმოჩენას, შეუძლია ამერიკისა და სხვა დემოკრატიებისთვის კრიტიკული უპირატესობის გარანტირება".

ადმინისტრაციის განმარტებით, ბაიდენის მემორანდუმი მნისვნელოვანია, რადგან ესაა ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ის ყველა შესაბამისი ფედერალური უწყებისა და სააგენტოსგან ანტი-კორუფციული გეგმისა და საქმიანობის გააქტიურებას მოელის.

მემორანდუმში ასევე ნახსენებია დაფინანსების სხვადასხვა წყაროსთან დაკავშირებით ბრძოლის აუცილებლობაც. საუბარია ქვეყანაში საერთაშორისო საფინანსო სისტემებიდან შემოსულ თანხებზე. ამერიკულ კომპანიებს კი მემორანდუმი მოუწოდებს რეალური მფლობელების შესახებ ინფორმაცია ამერიკის ხაზინის დეპარტამენტს აცნობონ და ოფშორული სისტემების გამოყენება შეამცირონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG