ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტი ევროპაში ახლოვდება


შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, თანამდებობის დაკავების შემდეგ, ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვევა ევროპას. ბაიდენი 10-16 ივნისს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში გამართავს შეხვედრებს.

„ეს ვიზიტი აჩვენებს, ამერიკის ერთგულებას ჩვენი ალიანსების აღდგენის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობის გაცოცხლების და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობის კუთხით, გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად და ამერიკის ინტერესების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ამერიკის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში, პრემიერს ბორის ჯონსონს შეხვდება და 11-13 ივნისის განმავლობაში დიდი შვიდეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ბაიდენი ასევე შეხვდება დედოფალს, ელისაბედ მეორეს, უინძორების სასახლეში. შემდეგ კი ბრიუსელში გაემგზავრება ნატოს სამიტზე დასასწრებად, რომელიც 14 ივნისსაა დაგეგმილი.

ბრიუსელში ბაიდენი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდება „რეგიონალური და ორმხრივი საკითხების“ განსახილველად და 15 ივნისს ამერიკა-ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ბოლო აკორდი, 16 ივნისს, შვეიცარიაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა იქნება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG