ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენტი: "მოვიდა დრო, უკრაინაში ოლიგარქების გავლენა შეიზღუდოს"


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯორჯ კენტი ამბობს, რომ უკრაინამ უნდა იმუშაოს კორუფციისა და ინსტიტუტების სისუსტის წინააღმდეგ. მათ შორის, გადადგას ნაბიჯები ბიზნესმენ დმიტრო ფირტაშის წინააღმდეგ, რომელიც ბუნებრივი აირის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ოლიგარქია.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, აშშ-უკრაინის ბიზნესის საბჭოს შეხვედრაზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა თქვა, რომ კორუფცია და სუსტი სასამართლო სისტემა უკრაინას "შიდაპოლიტიკურ საფრთხეს" უქმნის. მან ეს რუსეთისგან მომავალ საფრთხესაც კი შეადარა.

"მოვიდა დრო ოლიგარქთა გავლენისა და კორუფციის შესაზღუდად", - თქვა კენტმა.

ეს განცხადებები კენტის მხრიდან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებების პარალელურად გაკეთდა. ამერიკის პრეზიდენტი კიევის მხრიდან რეფორმებთან დაკავშირებულ პროგრესს ორმხრივი ურთიერთობებისთვის პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს.

რუსეთმა ბოლო რამდენიმე კვირაში, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების კონცენტრაცია გაზარდა. მოსკოვმა ძალები ასევე განათავსა ყირიმის ნახევარკუნძულზეც, რომელიც 2014 წლის შემდეგ მის მიერაა ანექსირებული. დასავლეთის ქვეყნების ლიდერები ბოლოდროინდელი ესკალაციის გამო შეშფოთებულნი არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG