ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა რუსეთს უსაფრთხოების სიტუაციის სისტემურ არევაში სდებს ბრალს


დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

კიევი აცხადებს, რომ სეპარატისტები „სისტემატურად არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, რომელსაც ხელ ივლისში მოაწერეს. უკრაინის მთავრობა რუსეთს საზღვარზე სამხედრო ყოფნის გაძლიერებაში ადანაშაულებს.

კულებამ „ტვიტერზე“ 1 აპრილს განაცხადა, რომ ის ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდს ესაუბრა რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში უსაფრთხოების სიტუაციის სისტემურ არევაზე.

ის ასევე მიესალმა ამ კვირაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისია გაგრძელდეს. კულებას თქმით, ეს ევროპული ორგანიზაცია „ახლოს უნდა დააკვირდეს რუსეთის მოქმედებებს“.

კრემლი ძალადობის მომატებაში კიევს ადანაშაულებს. რუსეთის მთავრობის განცხადებით, „რუსეთი, ჯარის გადაადგილებას საკუთარი ტერიტორიის შიგნით აწარმოებს და ეს არავის სადარდებელი არ უნდა იყოს“.

მოსკოვი „ყურადღებით უნდა იყოს“ მაშინ, როცა „რუსეთის საზღვართან“ ნატოს ჯარების „ინტენსიური აქტივობები“ მიმდინარეობს.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა და ახლა ნახევარკუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ანექსიამდე მოსკოვი უარს ამბობდა იმაზე, რომ ყირიმში რუსი სამხედროები იყვნენ დისლოცირებული. მოსკოვი ასევე უარყოფს ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში სეპარატისტებისთვის დახმარების გაწევას, მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტები კიევის წინააღმდეგ რუსული შეიარაღებით იბრძვიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG