ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბორტის აკრძალვის კანონი ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა


დღეს ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა ალაბამაში მიღებული კანონი, რომელიც ხელოვნური ჩარევით, ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას კრძალავს. აბორტის აკრძალვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი ძალაში ნოემბერში უნდა შესულიყო. ის ნებისმიერ შემთხვევაში კრძალავს აბორტს, მხოლოდ ერთი გამონაკლისით: როცა დედის სიცოცხლე საფრთხეშია.

აბორტის საწინააღმდეგო კანონი მოსამართლე მირონ ტომპსონმა დაბლოკა. ის ძალაში არ შევა მანამ, სანამ სასამართლო კანონის მიზანშეწონილობას და 1973 წელს მიღებულ აბორტის საკონსტიტუციო უფლების აქტთან შესაბამისობას არ გაარკვევს.

კანონს ალაბამის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ხელი მაისში მოაწერა. ახალი კანონის მიხედვით, იმ ადამიანებს, ვინც აბორტს უშუალოდ განახორციელებს, სასჯელის სახით, 99 წლამდე პატიმრობა ელით. თუმცა, არ დაისჯება ქალი, აბორტის ობიექტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG