ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას საზღვარგარეთ აბორტების დაფინანსება არ სურს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ შეერთებული შტატები შეამცირებს ამერიკის (კონტინენტების) ქვეყნების ორგანიზაციის დაფინანსებას, რადგან ვაშინგტონს არ სურს ამერიკის ფული აბორტებსა და აბორტის ლობირებაში დაიხარჯოს.

პომპეოს განცხადებით, “ამ ადმინისტრაციამ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ ჯანდაცვის კრიტიკულ მიზნებს, მათ შორის, ქალთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხითაც ისე, რომ უარი ვთქვათ არ-დაბადებულ ბავშვთა მოკვლის დაფინანებაზე.”

შეერთებული შტატების პოლიტიკის თანახმად, რომელიც 2017 წელს შევიდა ძალაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ამერიკისგან დახმარებას იღებენ, უნდა დაადასტურონ, რომ ამ დახმარებით აბორტებს არ გააკეთებენ და ქალებს აბორტის გაკეთების რჩევას არ მისცემენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG