ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მისური ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის ამკრძალავ კანონს გამოსცემს


მისურის შტატის გუბერნატორი მაიკ პარსონი
მისურის შტატის გუბერნატორი მაიკ პარსონი

მისური კიდევ ერთი შტატია, რომელიც ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის ამკრძალავ კანონს მხარს დაუჭერს. შტატის სენატმა, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, 24 ხმით 10 წინააღდეგ ორსულობის 8 კვირის შემდეგ აბორტის აკრძალვას ხმა მისცა. კანონი გამონაკლისის სახით უშვებს აბორტის შესაძლებლობას კრიტიკული მდგომარეობის შემთხვევაში, თუმცა არა გაუპატიურების თუ ინცესტის შემთხვევებში.

შტატის სენატის მიერ კანონპროექტის დამტკიცება რესპუბლიკური პარტიის იმ მოძრაობის ნაწილია, რომლის მიზანიც 1973 წელს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის ლეგალიზების გადაწვეტილების გაუქმებაა.

შტატის წარმომადგენელთა პალატამ ამ გადაწვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს იქამდე, სანამ კანონპროექტი შტატის გუბერნატორს ხელმოსაწერად გადაეცემა. გუბერნატორმა მაიკ პარსონსმა კანონპროექტისადმი მხარდაჭერა უკვე გამოხატა.

მისურის სენატმა გადაწყვეტილება, ალაბამის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორის მიერ მსგავს კანონპროექტზე ხელმოწერიდან რამდენიმე საათში მიიღო. ალაბამის შტატის კანონი, თითქმის მთლიანად კრძალავს აბორტს. კანონით, აბორტის აღმსრულებელს 99 წლიანი პატიმრობა ანუ უვადო პატიმრობა მიესჯება, ხოლო აბორტის მსურველ პირს მსგავსი სასჯელი არ ემუქრება. ერთადერთი გამონაკლისია შემთხვევა, როცა ქალის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. შტატის სენატორებმა უარი განაცხადეს გამონაკლისის სახით გაუპატიურების და ინცესტის შემთხვევები დაეშვათ.

აბორტის უფლების მომხრეები აცხადებენ, რომ ამ კანონს სასამართლოში გაასაჩივრებენ. „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - განაცხადა ერთ-ერთ მოძრაობის ლიდერმა ლეანა ვენმა. „ჩვენ მომავალი თაობის უფლებებზე ვსაუბრობთ“, - თქვა მან.

კანონის მომხრეები ამბობენ, რომ მისი მიზანი 1973 წელს „რო-ვეიდის წინააღდეგ“ საქმეზე, უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილების გაუქმებაა, რომელმაც აბორტის ლეგალიზება მოახდინა.

„ამ კანონს აქვს საშუალება მილიონობით დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინოს“, - განაცხადა ალაბამის რესპუბლიკელმა სენატორმა კლაიდ ჩამბლისმა.

უზენაესი სასამართლოს ახალი კონსერვატორი მოსამართლეების გათვალისწინებით, და იმ იმედით, რომ ეს მოსამართლეები გაითვალისწინებენ შტატების მოთხოვნას, რამდენიმე შტატმა, აბორტის აკრძალვის გადაწვეტილება მიიღო. მათ შორისაა კენტუკის, მისისიპის, ოჰაიოს და ჯორჯიის შტატები. ამ შტატებში ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ გულისცემის გამოვლენამდე შეიძლება, რაც დაახლოებით ექვსი კვირის თავზე ხდება.

აბორტის მომხრეები სხვადასხვა შტატში ცდილობენ, რომ ამ გადაწვეტილებას წინ აღუდგენ.

„ეს რესპუბლიკელების გეგმის ნაწილია, და არ უნდა შეგვეშალოს, რომ „რო ვეიდის წინააღმდეგ“ საქმეზე გადაწვეტილება შეცვალონ: დრო უკან დააბრუნონ, ქალების რეპროდუქციული სამოქალაქო და ადამიანის უფლებების კუთხით“, - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა კირსტენ გილიბრანდმა „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში. გილიბრანდი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძვის.

საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „არჩევანი უნდა დარჩეს ქალსა და მის ექიმს შორის“, - თქვა მან.

„პიუს კვლევითი ცენტრის“ გამოკითხვით, რომელიც გასულ წელს ჩატარდა, მოსახლეობის 58 პროცენტი, ნებისმიერ სიტუაციაში, აბორტის ლეგალიზებას ემხრობა, 37 პროცენტი კი მის აკრძალვას ითხოვს.

XS
SM
MD
LG