ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეროინის საწინააღმდეგო ვაქცინა


მკვლევარები ჰეროინზე დამოკიდებულების მომხსნელ ვაქცინაზე მუშაობენ

მეცნიერებმა ექსპერიმენტული ვაქცინა გამოიგონეს, რომელმაც შესაძლოა ჰეროინზე ადამიანის დამოკიდებულების მოხსნა რეალური გახადოს. წარმატებითი გამოცდის შემთხვევაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა არამარტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის, არამედ უსაფრთხოების სფეროშიც. ძლიერმოქმედი ნარკოტიკი არამარტო აავადებს და ღუპავს ადამიანს, არამედ გასაღების პროცესში დიდი მასშტაბის ძალადობას და სისასტიკეს უწყობს ხელს. ჰეროინზე დამოკიდებულება მსოფლიოში დაახლოებით 20 მილიონ ადამიანს განუვითარდა.

მკვლევართა მტკიცებით, ექსპერიმენტულ ვაქცინას შესწევს უნარი იმ შემთხვევაშიც კი მოხსნას დამოკიდებულება, თუკი მკურნალობის შემდეგ პაციენტი ნარკოტის ხმარებას განმეორებით დაიწყებს. ორგანიზმში შეყვანილი ვაქცინა იმუნურ სისტემაზე ისე მოქმედებს, რომ მისი შემწეობით სხეული ჰეროინს ვირუსის და ბაქტერიის მსგავსად პათოგენად აღიქვამს და თვის ტვინზე მის ზემოქმედებას ბლოკავს. აღნიშნული კვლევა გამოქვეყნებულია ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში, სახელწოდებით Proceedings of the National Academy of Sciences
XS
SM
MD
LG