ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლტონის ყოფილი თანაშემწე სასამართლოს მიმართავს


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის თანაშემწემ, ჩარლზ კუპერმანმა სასამართლოს მიმართა. ჯონ ბოლტონის ყოფილი თანაშემწე იმის დადგენას ითხოვს, თუ ხელისუფლების რომელი შტოს მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს - კონგრესის, რომელიც მისგან ჩვენების მიცემას ითხოვს, თუ თეთრი სახლის, რომელიც ამ ჩვენების მიცემას უკრძალავს.

ჩარლზ კუპერმანი 25 ივლისის იმ სატელეფონო საუბრის ხაზზე იყო, რომელიც იმპიჩმენტის გამოძიების ეპიცენტრშია და რომლის დროსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინელი კოლეგისგან ჯო ბაიდენის შვილის ბიზნეს-საქმიანობის გამოიძიება მოითხოვა.

ამ სატელეფონო საუბარს პრეზიდენტი ტრამპი "შესანიშნავს" უწოდებს, თუმცა დემოკრატი კანონმდებლები ცდილობენ დაადგინონ, გამოიყენა თუ არა ტრამპმა პრეზიდენტის პოსტი ბოროტად იმისთვის, რომ პოლიტიკური მეტოქის დამაზიანებელი ინფორმაცია მიეღო.

თეთრმა სახლმა კუპერმანს მოსთხოვა, რომ მან დემოკრატი კონგრესმენების მოთხოვნა უგულვებელყოს და არ გამოცხადდეს მათ შეკითხვებზე საპასუხოდ. კუპერმანმა სასამართლოს მიმართა იმის დასადგენად, თუ ხელისუფლების რომელი შტოს მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ადმინისტრაციის წევრი ისე მოიქცევა, როგორც სასამართლო გადაწყვეტს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG