ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში იმპიჩმენტის და სირიის გარშემო დაპირისპირება გრძელდება


1000 დღე გავიდა, რაც დონადლ ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობაზე იმყოფება. ვაშინგტონი, ტრამპის პრეზიდენტობის მესამე წელს, იმპიჩმენტის სკანდალით და სირიაში მიმდინარე დაპირისპირებითაა მოცული. პრეზიდენტი დემოკრატების კრიტიკის უგულველყოფას ცდილობს, თუმცა მისმა გადაწვეტილებამ გამოეყვანა ამერიკული შენაერთები სირიიდან, რესპუბლიკელების კრიტიკაც გამოწვია.

პოლიტიკური სკანდალები ტრამპის პრეზიდენტობას არჩევის დღიდან გასდევს, თუმცა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტი 2020 წლის არჩევნებში კენჭისყრისათვის ემზადება.

იმპიჩმენტის საქმესთან ერთად, პრეზიდენტი, კრიტიკის ქარცეცხლში სირიიდან გამოსვლის გადაწვეტილების გამოც მოექცა. ის თავის გადაწვეტილებას იცავს და აცხადებს, რომ სირიიდან შეერთებული შტატები დიდი ხნის წინ უნდა გამოსულიყო. „ჩვენ იქ 30 დღე უნდა დავრჩენილიყავით და 10 წელი დავრჩით, დროა სახლში დავბრუნდეთ“, - განაცხადა მან.

17 ოქტომბერს, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ამერიკა და თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. თურქეთი სირიის ჩრიდლო-აღმოსავლეთში ქურთულ შენაერთებს ებრძვის. პრეზიდენტმა პენსის განცხადება მოიწოnა და შეთანხმებას „შესანიშნავი შედეგი“ უწოდა.

სირიის მოვლენებთან ერთად, პრეზიდენტი, ოპონენტებს იმპიჩმენტის გარშემო მიმდინარე გამოძიების გამო უპირისპირდება. ის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.

კვლევები აჩვენებს, რომ ამერიკელების უმეტესობა იმპიჩმენტის გამოძიებას ემხრობა, თუმცა ამომრჩევლის აზრი გაყოფილია იმაზე, უნდა მოხდეს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი და მის მიერ თანამდებობის დატოვება.

პოლიტიკური დაპირისპირებების და შფოთის ფონზე, ქვეყანა და ორივე პარტია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ მომავალ არჩევნებზე ამომრჩევლის რეკორდული აქტივობა დაფიქსირდება, მაღალი ინტერესიდან და პარტიების მიერ ამომრჩევლის მობილიზაციიდან გამომდინარე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG