ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში, კონგრესში ფიონა ჰილს მოუსმინეს


ფიონა ჰილი

ფიონა ჰილს წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლები დახურულ კარს მიღმა ესაუბრნენ. ის ა.წ. ივლისამდე თეთრ სახლში მუშაობდა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რუსეთის და ევროპის საკითხებს კურირებდა.

კანონმდებლებს იმედი ჰქონდათ, რომ მისი ჩვენებები მეტ სინათლეს მოჰფენდა ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიებას. ფიონა ჰილმა თანამდებობა ოფიციალური ვერსიით, საკუთარი ნებით დატოვა.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი რამდენიმე სხვა კომიტეტთან ერთად, საიმპიჩმენტო გამოძიებას აგრძელებს. კომიტეტის თავმჯდომარის ადამ შიფის განცხადებით, ისინი მოელიან, რომ ჩვენებას მთავარი მამხილებელიც მისცემს, ადამიანი, რომლის მხილების საფუძველზეც დაიწყო პრეზიდენტ ტრამპის მიერ, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების საქმის შესწავლა.

პრეზიდენტი გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს. ეს იმპიჩმენტი "ტოტალურად თაღლითური" სქემაა - დაწერა მან დღეს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG