ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში მიგრანტებს შორის დაძაბულობა იზრდება


მიგრანტის ტრანსპარანტზე წარწერაა: "ადამიანის უფლებები აქ არ ვრცელდება"
მიგრანტის ტრანსპარანტზე წარწერაა: "ადამიანის უფლებები აქ არ ვრცელდება"

ვიდრე ევროკავშირი უკანონო მიგრანტების დეპორტაციას და პარალელურად სირიელი დევნილების მიღებას ცდილობს, საბერძნეთის პორტ პირეოსში დაბანაკებულ მიგრანტებს შორის დაძაბულობა მატულობს. ქვეყნის უდიდეს პორტში ამჟამად დაახლოებით 4 700 მიგრანტია.

ოთხშაბათს ახალგაზრდების ერთ ნაწილს და ადგილობრივ პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებულია სულ ცოტა ერთი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ ხელმძღვანელი პირია.

ევროპის კავშირის გადაწყვეტილებას მიგრანტების თურქეთში დეპორტაციის შესახებ უფლებადამცველები აკრიტიკებენ. ისინი ბლოკის მიერ შემუშავებული გეგმის გადახედვას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG