ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია


ევროს კურსი დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა

ევროპის ეკონომიკა კვლავ რთულ მდგომარეობაშია. ამის დასტურად ახალი მაჩვენებლები გვევლინება, რომლის მიხედვითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროს კურსი დოლართან მიმართებაში ყველაზე დაბალი ციფრებით განისაზღვრება.

ამ ფონზე საბერძნეთში უმუშევრობამ გასულ წელთან შედარებით ექვსი პროცენტით მოიმატა. მიუხედავად მეზობელი ქვეყნების დახმარებისა, საბერძნეთი უკვე ხუთი წელია ეკონომიკურად ღრმა რეცესიაში იმყოფება.

შაბათს, საფრანგეთში ავტომწარმოებელმა კოპანია პეჟო-სიტროენმა 8,000 თანამშრომელი დაითხოვა სამსახურიდან. კომპანიამ, ასევე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საამქროც დაიხურება.
XS
SM
MD
LG