ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპულ დეპოზიტებს საფრთხე არ ემუქრება


ბერლინი---გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შობლე აცხადებს, რომ ევროზონის ქვეყნებში შემნახველი ანგარიშები უსაფრთხო მდგომარეობაშია, და რომ კვიპროსის შემთხვევა "განსაკუთრებულია" და ის არც სამომავლო დახმარებების ნიმუშად გამოდგება.

გაზეთ "ბილდთან" გაკეთებულ ინტერვიუში გერმანელმა მინისტრმა არ გაიზიარა ევროჟგუფის თავმჯდომარის იერუნ დეისელბლუმელის განცხადებები, როელმაც აღნიშნა, რომ კვიპროსისთვის შეთანხმებული პროგრამა-რომელიც პირველად აწესებს გადასახადებს საბანკო დეპოზიტებზე-მომავალი კრიზისების დარეგულირების მოდელად გამოდგება.

შობლემ დასძინა, რომ კვიპროსის შემთხვევა ცაკეული პრეცედენტია და რომ ევროპის სხვა ქვეყნების ბანკებში არსებულ დეპოზიტებს საფრთხე არ ემუქრება.

XS
SM
MD
LG