ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსში ბანკები გაიხსნა


ექვსი სამუშაო საათის განმავლობაში, მომხმარებელს დღეში მხოლოდ 383 დოლარის გატანა შეუძლია

დღეს, კვიპროსში ბანკები გაიხსნა, რის გამოც ქუჩებში ბანკების კლიენტთა გრძელი რიგები იდგა. ადგილობრივი დროით ბანკები დღის 12 სააათზე გაიხსნა. როგორც იტყობინებიან, ტრანზაქციებზე სხვადასხვა შეზღუდვებია დაწესებული. ექვსი სამუშაო საათის განმავლობაში, მომხმარებელს დღეში მხოლოდ 383 დოლარის გატანა, უცხოეთში მოგზაურობაში მიმავალ მოქალაქეებს კი მხოლოდ 3 831 დოლარის გატანა შეუძლიათ. შეზღუდვები იმ საშიშროების ფონზე დაწესდა, რომ მოქალაქეების მხრიდან ანგარიშების შესაძლო დააცარიელების შემთხვევაში ბანკებს მუშაობაში პრობლემა არ შეექმნათ.

ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გადაცემული სადამხმარებლო პაკეტის მისაღებად კვიპროსის მთავრობამ თანხმობა გამოთქვა რომ თანხის დასაბრუნებლად 130 ათას დოლარიანი ან მეტი ოდენობის მქონე ანგარიშების 40 პროცენტის კონფისკაციას მოახდენს.
XS
SM
MD
LG