ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელი მზად არის ლონდონს ბრექსიტისთვის მთელი წელი აცადოს


დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ბრექსიტის გადავადება მეორედ სთხოვა. ლონდონი ევროპის კავშირის დატოვებისთვის მოსალაპარაკებლად ვადის გახანგრძლივებას ამჯერად 30 ივნისამდე ითხოვს. აქამდე ბოლო დღედ ჯერ 29 მარტი, შემდეგ კი 12 აპრილი იყო ჩანიშნული.

ევროსაბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს კიდევ უფრო დიდი ვადის მიცემის სურვილი აქვს. ის აცხადებს, რომ მზად არის ბრიტანეთს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად ერთი წელი მისცეს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვადის გახანგრძლივება ევროპის კავშირის ლიდერებმაც უნდა დაამტკიცონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG