ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარლ მიშელი: "ამერიკა დაბრუნდა"


შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი ევროპაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ნიშანია იმისა, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა განახლდება.

„ამერიკა დაბრუნდა“, - გაიმეორა შარლ მიშელმა, პრეზიდენტ ბაიდენის გზავნილი. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ გვყავს ძლიერი პარტნიორი, მრავალმხრივი მიდგომების ხელშესაწყობად... ეს დიდი განსხვავებაა ტრამპის ადმინისტრაციისგან“, - თქვა მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის უთანხმოების საკითხებს შორის იყო „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელმაც გერმანიას რუსეთიდან გაზი უნდა მიაწოდოს და ნატოს საერთო თავდაცვის ხარჯები. ვაშინგტონი ევროპელ მოკავშირეებს განმეორებით მოუწოდებდა, თავდაცვაზე საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2%-ის გაღებისკენ.

მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბაიდენს 15 ივნისს ბრიუსელში შეხვდებიან, დიდი შვიდეული და ნატოს სამიტის შემდეგ.

მიშელმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, ბაიდენის ტურნე ევროპაში შექმნის შესაძლებლობას ჩინეთთან და რუსეთთან უფრო პროაქტიული მიდგომის შესამუშავებლად.

მიშელი, 7 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბრა. სატელეფონო საუბარში, მან კრემლს განუცხადა, რომ გაერთიანებასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ამ უკანასკნელმა "მისი ქცევა უნდა შეცვალოს".

უკანასკნელ პერიოდში, ევროკავშირსა და რუსეთს შორის, ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა, ბელარუსის ხელისუფლების მიერ, კომპანია „რაინეარის“ ათენი-ვილნიუსის რეისის მინსკში იძულებით დასმამ და დისიდენტი ჟურნალისტის რამან პროტასევიჩის დაკავებამ გამოიწვია. ბრიუსელსა და მოსკოვს შორის უთანხმოებების საკითხები ასევე მოიცავს, ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას, ქვეყანაში ადამიანის უფლებების უგულვებელყოფასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG