ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი რუსეთის „შეკავების რეჟიმში“ 


რუსეთის უკრაინაში შეჭრის თავიდან აცილების მიზნით ევროკავშირში მკაცრი ზომების მიღებისთვის ემზადებიან. როგორი უნდა იყოს ევროკავშირის ნაბიჯები თუ 2014 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ თავს დაესხმება უკრაინას - ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში იმსჯელებენ.

საუბარია მოსალოდნელ ეკონომიკურ სანქციებზე რომელსაც ბრიუსელი მოსკოვს დაუწესებს თუ დასავლეთის მოწოდებების მიუხედავად კრემლი აგრესიულ ნაბიჯს გადადგამს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსი ჯოზებ ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება თუმცა განხილული იქნება ყველა შესაძლო გზა, რომლითაც რუსეთის შეკავება მოხდება.

ევროკავშირში საუბრობენ, რომ დისკუსიები ფოკუსირებული იქნება უკვე არსებული სანქციების პოტენციურ ეტაპობრივ გაზრდასა და გაძლიერებაზე. შესაძლოა დაწესდეს სამოგზაურო შეზღუდვები, ასევე გაიყინოს რუსი პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული პირების აქტივები.

არ არის გამორიცხული სანქციები შეეხოს მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი ექსპულატაცია და გაუქმდეს კონტრაქტები რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თავდაცვისა და ენერგეტიკულ კომპანიებთან.

სანქციების ყველა შესაძლო ვარიანტს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით განიხილავს და რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. დასავლეთში ამბობენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, ეს რუსეთს „ძვირი დაუჯდება“ გასულ კვირას ამის შესახებ განცხადებები ვაშინგტონშიც გაკეთდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG