ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ქმედებების შეკავება და დეესკალაცია შესაძლებელია,“ - კულება 


ამერიკის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის ონლაინ შეხვედრის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ შესაძლებელი გახდა, რუსეთის „შეკავება და ვითარების დეესკალაცია“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიდენ პუტინის სამიტი სააგენტო „როიტერსთან“ შეაფასა და თქვა, რომ მიესალმება ვაშინგტონის ძალისხმევას, რათა რუსეთი მოლაპარაკებებში დააბრუნოს.

„საუბარი თავისთავად ემსახურება როგორც შეკავებას, ასევე დეესკალაციას,“- ამბობს კულება.

ოფიციალურ კიევში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვითარების დეესკალაციაში გადამწყვეტი როლი აქვს.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ონლაინ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება ეს რუსეთის ეკონომიკაზე აისახება. გავრცელებული ოფიციალური ცნობით, ბაიდენი ეკონომიკურ სანქციებს გულისხმობდა.

ბაიდენ-პუტინის სამიტი უკრაინის საზღვართან დაძაბულობის ფონზე წარიმართა, ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთი მეზობელი ქვეყნის საზღვრებთან სამხედროების რაოდენობას და შეიარაღებას ზრდის. ამას მოწმობს ამერიკის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები.

კიევში ამბობდნენ, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას იანვარში გეგმავდა. კრემლში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ თავდასხმა არ იგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG