ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოწვევები ევროკავშირის სამიტის წინ - საფრთხეები უკრიანისა და მოლდოვასთვის


ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი კიევში მოულოდნელი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს. მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი რთული იქნება.

კიევში მყოფმა შარლ მიშელმა უკრაინის „აღსანიშნავი“ პროგრესი შეაქო და ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეეცდება დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა მხარი დაუჭირონ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას.

8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ, საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში დაგეგმილ სამიტზე იქნება მიღებული.

„ეს რთული იქნება, მაგრამ მე არ ვაპირებ დანებებას“, - თქვა შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ კიშინოვიც და კიევიც მზად არიან გააგრძელონ რეფორმები.

„ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება დაეხმარება უკრაინას დარწმუნდეს, რომ სამართლიანობა არსებობს“,- თქვა ჟურნალისტებტან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს ფლობენ. ახალ ეტაპზე გადასვლა ისევე როგორც ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება, წევრი 27 ქვეყნის ერთიანი თანხმობით არის შესაძლებელი, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის პრეზიდენტს უჩნდება კითხვები ეს ვითარება ხომ არ იმოქმედებს უკრაინის მიმართ ევროკავშირის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებაზე და სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ.

„ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა ყველასთვის და უკვე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ გამოწვევაა ევროკავშირის ერთიანობის შესანარჩუნებლად“, - ამბობს ზელენსკი.

კიევში მყოფმა მოლდოვის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთი ხმით და ვაჩვენოთ, რომ ჩვენი კოლექტიური ნება შეუვალია“, - თქვა მაია სანდუმ და დაამატა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე გაწევრიანების პროცესი უნდა დაჩქარდეს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:13 0:00

„ეს დრო, რომელიც ომითა და დაუცველობთ გამოირჩევა, მოითხოვს ჩვენი პროცესების დაჩქარებას“,- თქვა სანდუმ კიევში ყოფნისას.

ევროკავშირის სამიტი დეკემბერშია დაგეგმილი. სამიტზე ასევე გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს საქართველო. 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს დადებითი რეკომენდაცია გაუწია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG