ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ევროკავშირიდან გასვლის გადავადებას ცდილობს


დღეს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სამდღიანი კენჭისყრის კულმინაციაა. კანონმდებლები გადაწყვეტენ, ითხოვონ თუ არა ევროკავშირისგან ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის გადავადების შესახებ.

სამშაბათს, თემთა პალატამ პრემიერ ტერეზა მეის წინადადება ბრექსიტთან დაკავშირებით, ერთხმად დაგმო, და ამ პროცესს მომდევნო დღეს კიდევ ერთი კრიტიკული კენჭისყრა მოჰყვა, რაც გამორიცხავს ბლოკის 29 მარტს დატოვების შესაძლებლობას და არანაირ შეთანხმებას ამ მიმართულებით არ ტოვებს ძალაში.

თუ კანონმდებლები დღევანდელ კენჭისყრას მხარს დაუჭერენ, ამ შეთანხმებას თავის მხრივ მხარი უნდა დაუჭირონ ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმაც.

ევროკავშირის ოფიციალური პირები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ბლოკის დატოვების გადავადებაზე დათანხმებას, მტკიცე არგუმენტები ესაჭიროება და რომ საბოლოო ჯამში, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ალტერნატივა თავად უნდა მონახოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG