ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან დაიწყება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის საშუალება ექნებათ. წყაროდ უწყება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ ცნობას ასახელებს, სადაც საქართველო უკვე უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაშია.

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუბრკოლებლად იმოგზაურონ ევროპის კავშირის ქვეყნებში, გაეცნონ მათ კულტურას, დაამყარონ კონტაქტები. ეს ყოველივე საგარეო უწყების განცხადებით, „ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას“ და ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის ვადების და პირობების „ზედმიწევნით“ დაცვისკენ მოუწოდებს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG