ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთს და კოსოვოს შორის შეთანხმება მოხდა, რაც ნორმალიზაციის საწინდარია - ევროკავშირი


სერბეთს და კოსოვოს შორის ევროკავშირის შუამდგომლობით მოლაპარაკება. 27 თებერვალი, 2023 წ. ბრიუსელი, ბელგია.
სერბეთს და კოსოვოს შორის ევროკავშირის შუამდგომლობით მოლაპარაკება. 27 თებერვალი, 2023 წ. ბრიუსელი, ბელგია.

მიროსლავ ლაიჩაკი, ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელი პრიშტინას და ბელგრადს შორის მიმდინარე მოლაპარაკებაში, აცხადებს, რომ გასულ უქმეებზე, სერბეთს და კოსოვოს შორის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული. მისი თქმით, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის და კოსოვოს პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის შეთანხმება გარდამტეხი მომენტია და საძირკველს უყრის მათ შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესს.

შემდეგ ეტაპზე, სერბეთმა და კოსოვომ უნდა უზრუნველყონ მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტის დანერგვა - განაცხადა ლაიჩაკმა 21 მარტს, "რადიო თავისუფლებასთან" და სერბეთის "ევრონიუსთან" ერთობლივ ინტერვიუში. შეთანხმების მიხედვით, ბელგრადი საერთაშორისო კანონმდებლობით ჯერ კიდევ არ აღიარებს კოსოვოს, თუმცა პატივს სცემს მის სახელმწიფოებრიობას და სცნობს კოსოვოში გაცემულ პასპორტებს და საბაჟო დოკუმენტებს.

კოსოვო სერბეთის ყოფილი პროვინციაა, რომელიც ეთნიკურ ალბანელთა უმრავლესობით არის დასახლებული. მართალია, კოსოვომ 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ სერბეთი არ აღიარებს მას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და თვლის, რომ ეს მისი ტერიტორიაა.

შეთანხმებაზე პირველად განცხადება 18 მარტს, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა, მას შემდეგ რაც ის ვუჩიჩს და კურტს ესაუბრა ოჰრიდში, ჩრდილოეთ მაკედონიაში. ბორელი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ასევე იკავებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს. ბორელის თქმით, შეთანხმების პუნქტების დანერგვა სერბეთის და კოსოვოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინაპირობას წარმოადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG