ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტში ნაციონალისტები დაწინაურდნენ


ევროპის ზოგიერთ ქალაქში ამომრჩეველი ხმის მისაცემად ტრადიციული ტანისამოსში გამოწყობილი მივიდა
ევროპის ზოგიერთ ქალაქში ამომრჩეველი ხმის მისაცემად ტრადიციული ტანისამოსში გამოწყობილი მივიდა
ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნები მემარჯვენეების დიდი წარმატებით დასრულდა. ეგრეთ წოდებულმა, ევროსკეპტიკოსებმა ევროპარლამენტის არჩევნებში, როგორც ულტრა მემარჯვენე ასევე რადიკალურად მემარცხენენე პოლიტიკური სპექტრებიდან, მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა მანუელ ვალსმა არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კვირას დაფიქსირებული შედეგი ევროპისა და საფრანგეთისთვის პოლიტიკური „მიწისძვრის“ ტოლფასია. საფრანგეთში ლეპენის მემარჯვენე ნაციონალისტურმა ფრონტმა მოწინააღმდეგეები დიდი უპირატესობით დაამარცხა. ამ არჩევნების შემდეგ, ნაციონალურ ფრონტს პარლამენტში მანდატები პირველად ექნება.

პარტია ეროვნული ფრონტის თავმჯდომარე მარინ ლაპელმა არჩევნების შემდეგ განაცხადა:

„დღეს მე ფრანგ ხალხს მადლობას ვუხდი. ჩვენ მართალი ვიყავით, როცა მათ მიმართ რწმენა არ შევირყიეთ. სუვერენულმა ხალხმა ხმამაღლა და გარკვევით დააფიქსირა საკუთარი აზრი ისტორიის ამ დიდებულ მომენტში. იმ კოალიციის გასაგონად ვამბობ, რომელსაც საფრანგეთის აღარ სჯერა, რომელსაც მიაჩნია, რომ ფრანგი ხალხი აღარ იმსახურებს თავისუფლებას და სუვერენიტეტს, რომ ხალხმა ხმა აიმაღლა და დააფიქსირა, რომ სურთ ისევ ხელში აიღონ საკუთარი ბედის მართვის სადავეები.“

წინასწარი ინფორმაციით დანიასა და ბრიტანეთშიც ნაციონალისტური პარტიები გაიმარჯვებენ. ულტრა-მემარჯვენე პარტიები ევროპაში განსაკუთრებით გამოირჩევიან მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკისა და ევროკავშირის ძალაუფლების შეზღუდვის პოლიტიკის მოთხოვნით.

სავარაუდოდ, საბერძნეთში რადიკალური მემარცხენე კოალიცია გაიმარჯვებს ევროპარლამენტის არჩევნებში. ბერძენი მემარცხენეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მთავრობის მიერ გატარებულ მკაცრ ეკონომიკურ ზომებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისა და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მასტიმულირებელი პაკეტის მისაღებად საჭირო წინაპირობა იყო.

კვირას ევროკავშირის 28 ქვეყნიდან ეკონომიკური ბლოკის პარლამენტის არჩევნები 21 ქვეყანაში ჩატარდა. დანარჩენ 7-ში არჩევნები რამდენიმე ხნით ადრე დასრულდა.

ევროპარლამენტში 28 ქვეყნის წარმომადგენლებმა 751 დეპუტატის ადგილი უნდა გაინაწილონ.

მიუხედავად იმისა, რომ ულტრა-მემარჯვენე და ულტრა-მემარცხენე პარტიებმა კვირას გამართული არჩევნები მნიშვნელოვანი წარმატებით დაასრულეს, ევროპარლამენტში უმრავლესობას მაინც მემარჯვენე-ცენტრისტული და მემარცხენე-ცენტრისტული ძალები ინარჩუნებენ. ევროპარლამენტი ევროკ ავშირის საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც ეკონომიკური ბლოკის კანონებს ადგენს და ამასთან ევროკომისიის მთავარ აღმასრულებელ პირს, პრეზიდენტს ირჩევს.
XS
SM
MD
LG